მეცნიერთა საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა ბიოლოგიური გამრავლების ახალი ფორმა – ქსენობოტები შექმნა – კვლევის შედეგი harvard-ის გამოცემაში გამოქვეყნდა
“ცოცხალი რობოტებისთვის” ბაყაყის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს და მისი შექმნა მოხდა სუპერკომპიუტერის მიერ ევოლუციურ ალგორითმის გამოყენებით.
მილიმეტრის სიგანის ქსენობოტები გამრავლებისთვის კინეტიკურ რეპლიკაციას იყენებენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არცერთი ცხოველი ან მცენარე ამ გზით არ მრავლდება. ამიტომ, მათი აზრით, ქსენობოტები იდეალური საშუალებაა თვითგანმეორებადი სისტემების შესასწავლად.
რობოტების რეპროდუქცია, შესაძლოა, საზოგადოებისათვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მკვლევარები აცხადებენ, რომ ქსენობოტები კონტროლირებად გარემოში იმყოფებიან.
ავტორები თვლიან, რომ მათი ნამუშევარი ხელს შეუწყობს ოკეანეში მიკროპლასტიკების შეგროვების ალგორითმის შექმნას და დააჩქარებს ახალი ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებას.
კომენტარები