• რეკლამა
  • კონტაქტი
18:56, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქოცებო, ჩამოყალიბდით: ომი გინდათ? თუ აფხაზეთის დაბრუნება არ გინდათ?” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
14:12 08-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
965

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თავისი ინტერვიუს ლინკს აზიარებს და წერს:

,,ქოცებო, აბა ომი გინდათ?!

ტელეკომპანია იმედი დილიდან თავის მაყურებელს ეუბნება, რომ ჩემს მიერ ფორმულას ეთერში ნათქვამი აფხაზეთის ომის გარეშე დაბრუნების ხედვა არის აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარება.

ანუ, რა გამოდის? თუ აფხაზეთის დაბრუნება გინდა, ესე იგი, ომიც გინდა. და თუ ომი არ გინდა, ესე იგი, აფხაზეთის დაბრუნებაც არ გინდა.

ქოცებო, ჩამოყალიბდით:

ომი გინდათ? თუ აფხაზეთის დაბრუნება არ გინდათ?

ქართველ ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა. და პოლიტიკოსის ამოცანაა, ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვნოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია: თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია.

კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას მე ასე ვხედავ:

აუცილებლად დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო

ომი არ გვინდა

და კი, ეს შესაძლებლად მიმაჩნია და ჩემი აზრიც მაქვს, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უომრად დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, და სერთოდაც გამოვრიცხოთ ნებისმიერი ომი საქართველოს ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ.

სხვანაირად მოფიქრალნიც არიან: ვისაც ომით ან სპეცოპერაციით წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ აინტერესებს აფხაზეთის დაბურნება და ასე შემდეგ. უბრალოდ, სახელს ბოლომდე არ/ვერ არქმევენ იმას, რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ.

ps ნუ ახლა ფაშინიანზე ჩემ მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვსთო, ეგ ნამდვილად არ მიკვირს – პროპაგანდის საქმე ტყუილებია. სხვებისგან გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს: ნახეთ მეგობრებო ეთერი, უნახავად და მოყოლით კომენტარის თუ სტატუსის წერა არ გამიგია. მით უფრო, ასეთი მნიშვნელობის საკითხზე.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved