2019 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, წერდა:
“ერთ ამბავს გავიხსენებ:
ქიმბარა ხალვაშმა მიშას დროს, აი, სწორედ მაშინ, როდესაც რუსთავი-2 გადაუფორმეს, საკუთარ ბიძაშვილზე შეიტანა საჩივარი. საქმე ისაა, რომ ეს ბიძაშვილი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი, დავით ხალვაში, ვინმე “ქელფეთა” იყო. სავარაუდოდ, სწორედ ნაცების ზეწოლით შეიტანა საჩივარი ან უბრალოდ დაემთხვა ინტერესები.
ეს “ქელფეთა” რუსეთში გაიქცა და რადგან ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისიდან მიცნობდა, 2007 წელს, როცა მეც ძებნაში ვიყავი 7 ნოემბრის ამბებზე და ოქრუაშვილიც საფრანგეთში იყო, ინტერნეტით მწერდა, სთხოვე ოქრუაშვილს, უთხრას ქიმბარას – საჩივარი გაიტანოსო, საკუთარ ბიძაშვილზე. უკვე ის დროა, როცა ქიმბარაც დაიქნიეს ნაცებმა ოქროს ამბების შემდეგ…
ისე, უბრალოდ გამახსენდა, ქოცების ცხენის “ობლიკო მორალე”…”
კომენტარები