ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
კოალიციებზე და საარჩევნო მზადებაზე:
თავიდან ის უნდა ვთქვათ, რომ შემოდგომამდე ამ სტატუს ქვოთი ვერ მივალთ. ან ხელისუფლება გამოფიტავს ოპოზიციურ მუხტს დაჭერებით და დაშინებებით, ან ოპოზიციური მუხტი გამოფიტავს ხელისუფლებას და ის ვეღარ შეძლებს არჩევნების მასობრივ გაყალბებას. პირველ შემთხვევაში, იქნება ფიქციური არჩევნები და ქოცების საკონსტიტუციო უმრავლესობა, მეორე შემთხვევაში ვიმარჯვებთ.
ამიტომ, ახლა იმაზე მსჯელობა ვინ რომელ ნომრად უნდა ეწეროს სიაში, არის უგუნურება, რადგან თუ ქოცების გამოსაფიტად პარტიებმა არაფერი გააკეთეს, ვინ ვის გაასწრებს თუ ციხეში და თუ ქვეყნიდან, ეგ იქნება დასათვლელი. ხელი უნდა გამოიღონ პარტიებმა და წარდგნენ პეტიციით ხალხის წინაშე, ისევე როგორც ივანიშვილი წარსდგა თავისი პროგრამით 29 აპრილს. “ჯოს ჯოს ჯოს” არავის სჭირდება, საქმეა გასაკეთებელი.
თუმცა, რადგან დღეს აქტუალური გახდა კოალიციებზე საუბარი და ამის საჭიროება მართლაც არის, მინდა დავწერო:რა არის კოალიციების ფორმირების სტრატეგიული ამოცანა?1. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მისცეს ხმა ოპოზიციას;2. არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და ქოცების ყულაბაში არ ჩავარდეს იმის გამო, რომ ვიღაცამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.ამ ორ სტრატეგიულ ამოცანას რა ტაქტიკური სქემით ვასრულებთ? ეს არის მთავარი კითხვა.ქუჩაში გამოსული ხალხისთვის დღესავით ნათელია, რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხს ვწყვეტთ, ქვეყანაში ცხოვრების უფლების ამოცანაა გადასაჭრელი, ეს ეგზისტენციური ამბავია, რომელიც მთელს ჩვენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. თუმცა, რიგ ოპოზიციონერებს ჰგონიათ, რომ ამას ყველა ხვდება ქვეყანაში და ამიტომ ეჭვი არ ეპარებათ თუ ერთიანი სიით გავალთ, ყველა გაიგებს ამასო. არა ბატონებო, ქვეყნის “მძინარე უმრავლესობისთვის” არ არის ეს ცხადი. ბევრს შეიძლება ქოცები არ მოსწონდეს, მაგრამ მათთვის ხელისუფლების ცვლილების საკითხი დგას და არა ეგზისტენციური. დამიჯერეთ, საკითხის მნიშვნელობას ყველას ვერ აუხსნით.ნაციონალურ მოძრაობას თავისი მყარი ამომრჩეველთა ბაზა გააჩნია, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის ნაცზე ან თუნდაც ყოფილ ნაცზე ხმის მიცემა კვასკვასა წითელი ხაზია. თუ ქოცებსა და დიდ კოალიციას შორის არჩევანს დაუტოვებთ მათ, ასეთი ამომრჩეველი ან ისევ ქოცს მისცემს ხმას ან სახლში დარჩება. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, დიდია სეგმენტი, რომელიც რომ მოკლა ნაცზე ვერ მიაცემინებ ხმას.ქოცებს აქვთ ორი ოცნება: 1. პრეზიდენტმა არჩევნებამდე შეიწყალოს მიშა; 2. გაკეთდეს ერთიანი ოპოზიციური კოალიცია.
ამ ორიდან თუნდაც ერთის ჩუქება იქნება ქოცების გამარჯვების წინაპირობა. მერე მიშა გარეთ კი არ გამოვა, თქვენ მიუჯდებით მიშას გვერდით.ქართული ოცნებისთვის ყველაზე ხელსაყრელია შექმნას ნაცსა და ქოცს შორის არჩევანი, ატრიალოს “ჰეროკრატია”, ატრიალოს ცოცხების და ათასი უბედურების კადრები და ეს გააკეთოს იმ მძინარე უმრავლესობისთვის, რომელსაც წესიერად ვერ გაუგია რა ხდება ქვეყანაში.პოლიტიკოსი რომელიც თავის ბაბლში ტრიალებს, რომელიც სოფლებში და უბან-უბან არ დადის, ამას ვერ გაიგებს და მის აზრს ნუ გაითვალისწინებთ.პოლონეთში მულტიპოლარულმა ოპოზიციამ შეცვალა ხელისუფლება, თურქეთში გაერთიანებულმა ოპოზიციამ – ვერა.უნდა შეიქმნას სამი ოპოზიციური გაერთიანება, ყველა გემოვნებისთვის:
1. ენმ-ვაშაძე ისედაც ერთად არიან. ამათ თავიანთი მყარი ბაზა აქვთ და თვითმყოფადად გადადიან ხუთ პროცენტსაც და ბევრად მეტსაც;2. ახალი, ლელო, ზურას გირჩი, ელენეს დროა, ევსაქები. ამათი ამომრჩეველი ნაცებით იმედგაცრუებული ანტიქოცები არიან, ნაწილობრივ შუაშისტებიც და საქართველოს საშუალო ფენა. კარგი შედეგის დადება შეუძლიათ;3. აუცილებელია ანტინაცი ოპოზიციური ცენტრი, აუცილებელი!!! მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაზე ძნელი შესაკრავია. ამიტომ მის მნიშვნელობას მეტი ყურადღება უნდა დავუთმო:აქ უნდა იყვნენ გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი.საქართველოში არ გვყავს ჯანსაღი კონსერვატიზმის, ნაციონალიზმისა და მემარცხენეობის პარტიები. ეს სამივე ნიშა, სამწუხაროდ, ქოცებს აქვთ წაღებულ სრულ სიბნელე ნარატივებში და ამ ნიშების დათმობა არ შეიძლება. ამიტომ, “ანტინაცურმა ოპოზიციამ” ეს ნიშა უნდა დაიკავოს.მე არ ვიცი, გიორგი გახარია შეიძლება ფიქრობს, რომ კვლევის შედეგებით ის ლახავს 5%-იან ბარიერს და მას კოალიცია არ სჭირდება, მაგრამ თუ ასე ფიქრობს, დიდ შეცდომას უშვებს და აი რატომ:მტაცებელი ცხოველი ყოველთვის უკან ჩამორჩენილსა და სუსტს დაეტაკება ხოლმე. ქართულ ოცნებას არ შეუძლია ნაცები ან ლელო-ახალი-გირჩის კოალიცია 5%-ზე ქვემოთ ჩამოწიოს, რადგან ამ ხალხის რეალურმა მხარდაჭერამ შეიძლება 20%-ს გადააჭარბოს. ამიტომ, გახარიას თუნდაც 7-8 ან 9% ჰქონდეს, ქოცები პიარულადაც და გაყალბებების მხრივაც პირველ რიგში მას დაეტაკებიან, რათა 4.9%-ზე ჩამოწიონ მისი შედეგები და ეს დაკარგული ხმები ჯიბეში ჩაიდონ. გახარიას თუ არ სურს იყოს ქოცების მთავარი სამიზნე, მან ორნიშნა მაჩვენებელს უნდა ააცილოს თავისი პროცენტი.გარდა ამისა, თუ ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი ცალკე გავლენ არჩევნებში, ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს, ვის ყულაბაში წავა ეს ხმები? ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც 2-3% საჩუქრად დავუთმოთ ქოცებს.ალეკო კარგა ხანია ამბობს, რომ მას სურს კოალიციაში შესვლა და მგონი მისი ჰაბიტუსი, მისი ინტერესის სფეროები სწორედ რომ დაეხმარება ამ კოალიციას ნაციონალისტური ხმების აკრეფვაში.ანამ უნდა შეწყვიტოს გახარიას კრიტიკა და მასთან ერთად იმუშაოს მემარცხენე ხმებზე.გავბედავ და მოვთაგავ, ცალკე მინდა გამოვყო ამ კოალიციაში პრეზიდენტის როლი Salome Zourabichvili. ანტინაცურ ოპოზიციას მასში პრეზიდენტის მონაწილეობა წარმატების შანსებსა და სოლიდურობას ერთი ორად გაუზრდის. ვიმეორებ, ყველაზე მეტად ამ სეგმენტს სჭირდება გადარჩენა, რომ ქოცებმა 5%-ზე ქვემოთ არ ჩამოიყვანონ. მესმის პრეზიდენტის, როგორც “შემკვრელის” როლი, მაგრამ მისი შეზღუდული უფლებამოსილებიდან, ნაცებთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ანტინაცური ოპოზიციის დახმარება-გადარჩენაზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მას გაუჭირდება. თუ მას ეს არ სურს, საერთოდ არ არის აუცილებელი პრეზიდენტი იყოს ამ კოალიციის საარჩევნო სიაში. უბრალოდ მისცეს ბრენდისთვის საკუთარი სახელი და დაერქვას “გახარია-ზურაბიშვილი” ან ოთხეულის სახელი (ანას და ალეკოს ჩათვლით). ქვემოთ ვიტყვი პრეზიდენტის კიდევ ერთ დამატებით როლზე.აი, ოპოზიციის ეს სამი ფლანგი არჩევანს იძლევა ყველა გემოვნებისთვის. ამასწინათ, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ამ ბავშვებსო (ჯენზის) დავაბნევთ და ვერ ავუხსნით ბიულეტენში ამდენი პარტიიდან ვინ შემოხაზონო. არ ვეთანხმები.ჯენზიმ კარგად იცის ვის არ უნდა მისცეს ხმა. მას დასამახსოვრებელი ექნება მხოლოდ ოთხი ციფრი: 41 რომელსაც არ უნდა მისცეს ხმა და 4, 5, 25, რომლებსაც შეუძლია მისცეს ხმა. თუ ჩვენ ვთვლით რომ ეს ხალხი ოთხ ციფრს ვერ დაიმახსოვრებს ამდენი თვე აქციებზე დგომის შემდეგ, ესე იგი ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს აიქიუსთან დაკავშირებულ განცხადებაში:)))) ბევრად იოლია ჯენზის დაამახსოვრებინო ოთხი ციფრი, ვიდრე ჯემალი ბიძიებს მთელს ქვეყანაში აუხსნა და გააგებინო რატომ არის ეს მომენტი ეგზისტენციური და რატომ არის ყველა ერთ კოალიციაში.ოპოზიციის სამ ჯგუფად დაყოფა არ ნიშნავს იმას რომ ისინი ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ. უნდა შედგეს პეტიცია, საჯარო შეთანხმება და უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.შეთანხმების პირობები უნდა ითვალისწინებდეს:
1. ოპოზიციური პარტიები თავს არ ესხმიან ერთმანეთს;2. ისინი ყველა თანხმდებიან საქართველოს ევროპულ მომავალზე;3. ყველა თანხმდებიან ავტორიტარული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ ბრძოლაზე;4. კოორდინირებულად მუშაობენ ძალადობისგან თავის დასაცავად;5. საკოორდინაციო საბჭოს ფორმატითა და ერთიანი პოზიციით წარსდგებიან დასავლეთელი აქტორების წინაშე;6. ყველანი ერთად თანხმდებიან, რომ საქართველოში არ დაუშვებენ არავითარ ომს, არეულობას, ძალადობას. აჩვენებენ კონკრეტულ გზებს მშვიდობიანი გამოსავლისთვის და იგივე თემებზე დაიწყებენ მუშაობას დასავლეთელ პარტნიორებთან;7. შექმნიან დამოუკიდებელ, კომპეტენტურ სასამართლო და პროკურატურის სისტემას, რომელიც გაარჩევს მტყუან-მართალს;8. ამის იქით, საკუთარ საარჩევნო პლატფორმას, ეკონომიკურ-სოციალურ ხედვებს, განათლების რეფორმასა და მრავალ სხვა საკითხს წარმოადგენენ დამოუკიდებლად, თავიანთი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.ყველანი უნდა გავიდნენ ველზე და იმუშაონ. გარდა ამისა, ემიგრაციის ხმების მობილიზება არის უმნიშვნელოვანესი. ემიგრაცია არის ოპოზიციური და ემიგრაციაში გაყალბება ბევრად რთულია. ასიათასობით ხმა უქმად ცდება სხვადასხვა ქვეყანაში. ადამიანებს სასწრაფოდ გასავლელი აქვთ საკონსულო რეგისტრაცია, რადგან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან თუ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე არ გაიარეს რეგისტრაცია და რაღა დარჩა?! ემიგრანტთა ნაწილში არსებობს ცრურწმენა, თითქოს არალეგალებს გამოაძევებენ თუ ისინი საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან. ონლაინ კეთდება ეს რეგისტრაცია, მაგრამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს როგორ და რანაირად. პარტიებსაც მივმართავ და ენჯეოებსაც: გააკეთეთ ვიდეო ტუტორიალები, სადაც დაუღეჭავთ, დეტალურად აუხსნით ამ საკმაოდ მარტივ პროცედურას, გაფანტავთ ცრურწმენებს, გააკეთეთ საკონსულტაციო ოფისები/ცხელი ხაზი, რომლებიც რეგისტრაციაში დაეხმარებიან, დაბუსტეთ ეს ტუტორიალები, ჩაყარეთ ემიგრანტთა ჯგუფებში, დაიქოქეთ!!!ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ერთმანეთს უნდა შეუთანხმოთ, ლამაზად ჩამოწეროთ და 24-ში თუ 26-ში (ან თუნდაც მერე, ოღონდ მალევე) დიდ სახალხო შეკრებას ამცნოთ.გთაგავთ ლიდერებს, ვისაც პირადად გიცნობთ.მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze Nika Gvaramia Zurab Girchi Japaridze Giga Bokeria Helen Khoshtaria გახარია Anna Dolidze Alexandre Elisashviliნაცებთან არაფერი პირადული, უბრალოდ ლიდერშიპიდან არავის ვიცნობ და ამიტომ არ ვთაგავ.ასევე, შეიძლება, პარტიების ჩამონათვალში ვიღაცეები გამომრჩა, მაგრამ ყველა იპოვის ამ სამი დიდი კოალიციიდან ერთ-ერთთან საკუთარ თავს. თუ ვერ იპოვის, ვერაფერსაც ვერ მიიღებს.და მივმართავ ხალხს, ვინც თვლით რომ ეს მოთხოვნა/შეთავაზება ლოგიკურია, დაუჭირეთ მას მხარი როგორც ფეისბუქში, ასევე დემონსტრაციებზე და ამით დაეხმარეთ/აიძულეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ დაიწყონ მოქმედება.
კომენტარები