• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქობულეთში ეპიდემიოლოგებმა სამედიცინო გამოძიება დაიწყეს

ალია ავტორი - ალია
13:52 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ქობულეთში შექმნილ სიტუაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად სწავლობს.

სპეციალისტები სოფლის ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს მედპერსონალის გამოკითხვა და მოკვლევის პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის დროს მედიკოსთა შეცდომებსა და პროტოკოლის დარღვევის ფაქტს სამედიცინო დაწესებულებაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის ვიზიტი შედგა. დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ეპიდემიოლოგები ვიმყოფებით სოფელ გვარაში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მიმდინარეობს ძალიან დეტალური ეპიდემიოლოგიური ჩაკითხავა. მიმდინარეობს შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან, სათანადო დოკუმენტაციის შესწავლით. ეს გახლავთ რუტინული, შრომატევადი პროცესი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ეს არის იგივე სამედიცინო გამოძიება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. გამოძიების ან დაზუსტების პროცესში ინფორმაციების გაცემა არ ხდება, სანამ საბოლოო სახეს არ მიიღებს. ჯერ არ შეიძლება საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარა აბსოლუტურად მთელი პერსონალი“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა

ბათუმში​ დღეს კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სულ 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა, მათგან ხუთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილი, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. სულ 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია, 20 კი, ოჯახის წევრები და სამეზობლო. კონტაქტების რაოდენობა ზუსტდება. ასევე ზუსტდება მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე. დაკეტილი სოფლის ამბულატორია, ასევე ქობულეთის სამედიცინო ცენტრიც და მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია.

1 ტვ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved