• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ახლა ისრაელია” – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
13:38 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,592

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

,,აშშ-ში, ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო
აქციების ფონზე, რომელსაც დემოკრატები უდგანან
სათავეში და ბრალს სდებენ ტრამპს ავტორიტარიზმსა
და ჩავარდნებში საგარეოპოლიტიკის სფეროში, –
(აშკარაა, აშშ ოსტატურად ჩააბეს მეორე ომში!
და ეს არ არის შემთხვევითი.)

ამ ფონზე, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის
პრეზიდენტთან, განიხილა ირანის საკითხი.
ამ საუბრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ
მომავალ კვირას (ანუ ამ კვირაში – დ.გ.-ს შენ.) გაკეთებული
იქნება რამდენიმე განცხადება.

ერთ-ერთი ვერსიით, აშშ და რუსეთი დადებენ გარიგებას –
(ტრამპის საყვარელი ტერმინია: “deal”, რუს.: “сделка).
ვარაუდობენ, რომ რუსეთს შეუძლია შეასრულეს
გადამწყვეტი როლი ესკალაციის შეჩერებაში:
ირანი რუსეთის მოკავშირეა! რუსეთს საკმაოდ
ნორმალური ურთიერთობა აქვს ისრაელთან და
პირადად ნათანიაჰუსთანაც.

რუსეთმა ახლაც მიაწოდა შეიარაღება და გაგზავნა
სამხედრო სპეციალისტები ირანში(ჩინეთის როლის
შესახებ იხ. ქვემოთ). სანაცვლოდ რას გააკეთებს ტრამპი
უკრაინასთან მიმართებაში, მთლად ცხადი არ არის,
მაგრამ იარაღის მარაგები არც აშშ-ს აქვს ამოუწურავი!

დღეს აშშ-მ 30-მდე ე.წ. “ზაპრავშიკი” (ჰაერში
თვითმფრინავების საწვავით უზრუნვეკმყოფნი) ევროპაში
გადმოამისამართა და ელოდება გამწვავების შემთხვევაში
ჩართვას. საქმე ისაა, რომ ამ “ზაპრავშიკების” გარეშე
ისრაელის ვერცერთი თვითმფრინავი ვერ მიაღწევს
ირანის ტერიტორიას (1600 კმ-ია მანძილი).

ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აღდგენილია, –
მოულოდნელობის შოკი გავლილია. წუხანდელი
რაკეტული შეტევები მიუთითებს, რომ ისრაელს წინ
მძიმე დღეები ელის. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს
ყველაფერი, ძნელი სათქმელია, მაგრამ დიდი
რეგიონალური ომი პრაქტიკულად გამოირიცხა.
არ არის მარტივად საქმე!

რაც შეეხება ჩინეთს.
ამასწინათ, გაიხსნა პირდაპირის სატვირთო სარკინიგზო
ხაზი ჩინეთსა და ირანს შორის, რაც აშშ-ს მთელი
სასანქციო პოლიტიკის განულებას ნიშნავს. ამასთან,
აშკარად ხდება კოორდინაცია ჩინეთ-ირანს შორის.
სწორედ ჩინური კოსმოსური დაზვერვის ინფორმაციამ
განაპირობა ზუსტი დარტყმები ისრაელის თავდაცვის
სამინისტროზე და სხვაგანაც. აშკარად ჩანს, რომ ჩინეთს
შეუძლია კავშირის სისტემების აღდგენის კოორდინაცია
(აკეთებს, როგორც ჩანს!) და მრავალი სხვა, მათ შორის
თანამგზავრების ჯგუფების მიხმარება ირანისთვის.

დააკვირდით მიმდინარე პროცესებს:
არ არის ისეთი მდგომარეობა, რასაც პროპაგანდისტული
და იდეოლოგიზირებული საინფორმაციო ცენნტრები
გადმოსცემენ.

აშშ-თვის ეს ჭაობი ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო
შემწოვი ხდება, ირანის წაქცევას, მისი გეოპოლიტიკური
მნიშვნელობის გამო, არც ჩინეთი და არც რუსეთი
არ დაუშვებს. ირანის ბირთვული პროგრამა შეიძლება
შეჩერდეს რამდენიმე თვით (მაქსიმუმ!), მაგრამ მეტი ვერ!
ირანი, შეიძლება გავიდეს ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან!

როგორც #29 პოდკასტში აღვნიშნე, ამ ყველაფრის –
ირანში მყისიერი მოულოდნელი ოპერციის შედეგად, –
მოისინჯა უფრო მძლავრი ქვეყნის მიმართ მისი
გამოყენების შესაძლებლობა, ადრე, მცირე მასშტაბით, რუსეთის აეროდრომების დაბომბვისას მოსინჯული)…

რუსეთის გარდა, ცხადია, სამიზნე ბრიკსც არის და ჩინეთის იზოლაციაც.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ახლა ისრაელია და ეს მალე
გამოჩნდება. ეს პრაქტიკულად პროქსი-სახელმწიოფოა და
ეს ომიც პროქსი-ომია!“

თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved