• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე პატარა ასაკში ვარ მე ციხეში ნაჯდომი – 5 წლის ვიყავი, იქ დავიწყე ლოცვა, ღმერთო, მალე გამაღწევინე აქედან” – ადვოკატის წერილი

ალია ავტორი - ალია
20:53 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“ყველაზე პატარა ასაკში ვარ მე ციხეში ნაჯდომი.

მოსკოვის ბავშვთა პედიატრიული კვლევითი ცენტრი იყო ციხე.

არ აჭაჭანებდნენ მშობლებს, ქართველი განსაკუთრებით გამორიცხული იყო. 5 წლის ვიყავი. პალატაში სამნი მოგვათავსეს. 2 რუსი ეროვნების გოგონა, ერთი 11 წლის, მეორე 13-ის და მე.

ერთის მშობელი რჩებოდა ღამით, ცუდი ქალი იყო, მე ასე დავიმახსოვრე, მართლა საშინელი ქალი იყო.

ამხელა საავადმყოფოში მარტო მე ვიყავი ქართველი. არ ვიცოდი ენა.არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ.

მახსოვს ყოველი დღე, ყოველი წუთი.

იქ დავიწყე ლოცვა.

-ღმერთო, მალე გამაღწევინე აქედან!

საშინელი პროტესტის გრძნობა დამეუფლა სულ რამოდენიმე დღეში, მთელი სამყაროს წინააღმდეგ. აღმოვჩნდი ჩაკეტილ სივრცეში, მარტო, არ მესმის რაზე საუბრობენ, ვერ ვნახულობ მშობლებს და გადავწყვიტე-ვერავინ დამეხმარება, აქედან უნდა გავაღწყიო!

პალატიდან არ გამოვდიოდი, ის ორი სულ გარეთ იყო ,, თავისიანებთან”, არ ვუღებდი კარს არცერთ ექიმს, ვაწვებიდი კარებს ზურგით, ხან ხელებით, პროტესტის ნიშნათ ვაგდებდი ან ვაფურთხებდი ყოველნაირ წამალს, არ ვიკეთებდი არანაირ ნემსს, როცა ფოიე გაივსებოდა ბავშვებით-( ყველა ჩემზე დიდი იყო) გავიდოდი დავდგებოდი შორიახლოს და საშინლად შევურაცხყოფდი მათაც. ( როგორ იცის დედამ, დირექტორმა დაიბარა და მოახსენა, რომ ვარ უზრდელი და დაუმორჩილებელი)

იქამდე პალატაში ტანსაცმელსაც არ ვიცვლიდი, რომ ყურადღება არ მომეშორებინა კარისთვის, ამოვიჩრიდი ტანსაცმელს, ერთი კუთხე მქონდა ამოჩემებული, მივიპარებოდი იქ და გამოვიცვლიდი.

მეორე კვირის დასასრულს დედაჩემი დაიბარა დირექტორმა და მოახსენა -ეს მომაცილეთ აქედან, ოღონდ კულტურული ფორმით.

დედაჩემის სახე ახლაც მახსოვს მისი ოთახიდან, რომ გამოვიდა.

-რას აკეთებდი, გოგო ასეთს? მივდივართ, გამოგაგდეს ფაქტიურად.

ის საზიზღარი კარი, რომ გაიღო და გამოვარდი გარეთ, მაშინ მივხდი რა იყო თავისუფლება….

თავისუფლება, რომლის მოპოვებაში არავინ არ დამხმარებია, არც კი მითხოვია არავისთვის, გარდა ღმერთისა,

-მალე გამაღწევინე აქედან!

ვიხრჩვებოდი და ერთი კეკალი წამალი არ გადავყლაპე, რა აზრი ჰქონდა, ჩაკეტილ სივრცეში სუნთქვას….”

თეგები: ნათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved