• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე მეტად მე სისხლდენა მაშინებს, რომელიც როცა მეწყება, უბრალოდ არ ჩერდება” – ქეთი ხომერიკი მოწამვლის სიმპტომებზე

ალია ავტორი - ალია
17:31 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,002

 

19 წლის ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა – აქტიური ახალგაზრდა სამედიცინო სერვისებზე დამოკიდებული გახდა. მუდმივად უწევს სამედიცინო გამოკვლევები, მუდმივად ავადაა, თუმცა ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ.

ქეთო ხომერიკი იხსენებს, რომ 2 დეკემბერს:

„ბევრი ხალხი იყო. პანიკა. ზოგი გარბოდა. მახსოვს, რუსთაველის თეატრის წინ თაღი რომ არის, თაღის შუაში, ვარსკვლავები სადაცაა, მანდ ვიდექი. ერთი ფეხი ვარსკვლავზე მედო და ზუსტად ჩემ წინ დავარდა გაზის კაფსულა, ამიტომ მახსოვს ასე მძაფრად. ძალიან ცუდად გავხდი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და უსაფრთხო ადგილამდე გავაღწიე.

იმ ღამესვე მქონდა გულისრევა, მაგრამ გაზით ადრეც მოვწამლულვარ და არ მიმიქცევია დიდად ყურადღება.

აქციაზე 3 დეკემბერსაც გავედი. პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის რომ ქუჩაა, მაგ ქუჩაზე ვიყავი, როცა სპეცრაზმის ე.წ. „მორბენალ ჯგუფებს“ რომ ვეძახით, ეგ ჯგუფი გამოიქცა ხალხისკენ.

ჩვენც გავიქეცით. შეიქმნა სრული ქაოსი. ვინ იყო სპეცრაზმელი და ვინ ჩვეულებრივი ადამიანი – გარჩევა შეუძლებელი გახდა. იმდენად დავიბენი, რომ მეორედ შევედი იმ ადგილას, სადაც წინა დღეს მოვიწამლე გაზით. ბევრი ხალხი იყო. ჭყლეტა. ამის მეტი მე არაფერი აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი, მეგობრებმა მითხრეს გაზის კაფსულა გაუშვეს, შენ ბოდავდი – ნიღბები გაიკეთეთ და დამტოვეთო.

მეგობრებმა არ დამტოვეს. ხელში ამიყვანეს და ისე გამომიყვანეს იმ ადგილიდან. მე ეს ყველაფერი არ მახსოვს. მთელი ღამე გული მერეოდა. ზოგჯერ გონებას ვკარგავდი, ვითიშებოდი.

მეორე დღეს უნივერსიტეტთან აქცია იყო. პირველად მანდ ვიგრძენი თავის საშინელი ტკივილი. რა წამლები არ დავლიე, რა არ გავაკეთე, მაგრამ არაფერმა არ გამიჩერა. აქედან დაიწყო და დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა.

მუდმივი თავის ტკივილი, ყურებში წუილის მაგვარი რაღაც დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა ჩემს ცხოვრებაში. პარალელურად დამეწყო წნევის ცვალებადობა. რომ აგიხსნათ – უცებ მაქვს მაღალი წნევა 160-მდე. რაღაც პერიოდის მერე ჩამოდის 90-50-ზე. მარეგულირებელსაც კი ვერ ვსვამ. ხან მაღალია, ხან – დაბალი.

ვიმკურნალე სინუსების და წიაღის ანთებაზე, თუ სწორად ვამბობ ამ დიაგნოზს, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ახალი სიმპტომიც დაემატა – დამეწყო ცხვირიდან გაუჩერებელი სისხლდენა. აი, საერთოდ არ მიჩერდებოდა. წარმოდგენა რომ გქონდეთ, პარლამენტის უკან ვმუშაობ პიცერიაში. პარლამენტის უკანა ქუჩიდან ვარკეთილის ბოლომდე სანამ გავიდოდი ანუ სახლამდე სანამ მივიდოდი, ცხვირიდან სისხლდენა არ გამჩერებია.

ცხვირიდან სისხლი ღამღამობითაც მომდის,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთოს თქმით, იშვიათად, თუმცა ზოგჯერ თენდება დილა, სისხლდენის გარეშე. ექიმებმა, არაერთი ანალიზის ჩატარების მიუხედავად, დიაგნოზი ჯერ ვერ დაუსვეს. გარდა გაზით მოწამვლისა, რამდენჯერმე მოხვდა წყლის ჭავლში, დასველდა და სველი ტანსაცმლით მოუწია გარკვეული ხანი ყოფნა.

„დაახლოებით 40 ანალიზი ჩავიტარე, სხვადასხვა სახის. მაგრამ ანალიზებში ყველაფერი კარგად არის. ანალიზების მიხედვით, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა რეალურად კარგად არ ვარ. ახლა კიდევ ორი ანალიზი ჩავიტარე დამატებით და მათ პასუხებსაც ველოდები.

ყველაზე მეტად მე სისხლდენა მაშინებს, რომელიც როცა მეწყება, უბრალოდ არ ჩერდება,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთო სტუდენტია. სამართალმცოდნეობას სწავლობს. თუმცა უნივერსიტეტში ვეღარ დადის შერყეული ჯანმრთელობის გამო. ამბობს, რომ ენერგია აღარ აქვს. ადრე თუ ყველაფერს ასწრებდა და ახერხებდა, ახლა მუშაობასა და სწავლას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია. სამსახური აირჩია, „იმისთვის, რომ არსებობა შეძლოს“.

„ცუდად ვიყავი. ეს ბოლო ორი თვე ავდექი ფეხზე, რომ ელემენტარულად არსებობა მაინც შევძლო და მუშაობა დავიწყე. თავს ვაძალებ, თორემ ზოგჯერ მუშაობის ძალა საერთოდ არ მაქვს. გამიმართლა, რომ ძალიან კარგ ადგილას ვმუშაობ, ყოველთვის ხელს მიწყობენ ამ ყველაფერში.

აი, ისეთი სისუსტე მაქვს დარბევების მერე დარჩენილი…  ერთ ღამეში რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დარბევამდე კილომეტრებს გავდიოდი ფეხით, ძალიან მიყვარდა გარეთ სეირნობა. ახლა 200 მეტრს რომ გავივლი, თუ არ დავჯექი, ცუდად ვარ, ზურგი მტკივდება, ფილტვები მტკივა. 19 წლის ვარ.

ნებისმიერ მძაფრ სუნზე ცუდად ვხდები. სახლში იატაკს თუ წმენდენ ან რამე ხსნარს იყენებენ, მაშინვე რეაქცია მაქვს,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთოს გული წყდება, რომ სწავლას ვეღარ აგრძელებს. თუმცა ამბობს, რომ იბრძოლებს, საკუთარი უფლებებისთვის.

„აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ყველა ინსტანცია გავიარო და მერე სტრასბურგში წავიდე. აქაურ სასამართლოს არ ვენდობი მართალია, [მაგრამ პროცედურულად აუცილებელია].

მორალურ ზიანს თავი რომ დავანებო, ფიზიკურად უდიდესი ზარალი მომადგა. ასევე ფინანსურად. 19 წლის ბავშვისთვის არა მგონია, რომ ყოველ ორ დღეში ანალიზებისთვის 800 ლარი მარტივი გადასახდელი იყოს. მგონი არც ზრდასრულებს არ შეუძლიათ ეს და იმიტომ,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

წყარო – ბათუმელები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved