• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე ლოგიკური ახსნა რუსეთის უშიშროების კატასტროფული ჩავარდნაა” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:37 03-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,228
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
პუტინის მიმართვიდან ჩანს, რომ კრემლი ცდილობს მოსკოვის გუშინდელ თავდასხმაში უკრაინაც გარიოს რაიმე ფორმაში. მან მიმართვაში აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით ტერორისტები უკრაინის საზღვრისკენ გარბოდნენ, სადაც მათ ელოდებოდნენო. იკვეთება, რომ პუტინი ცდილობს რუსეთის უშიშროების სრული ჩავარდნის ფონზე დანაშაულში პასუხისმგებლობა უკრაინასაც აკიდოს, მაგრამ ეს მცდელობა საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება არამხოლოდ დასავლეთის თვალში, რომელიც მარტის დასაწყისიდან აფრთხილებდა რუსულ უწყებებს საფრთხის შესახებ, არამედ ვფიქრობ ქვეყნის შიგნითაც კი. უბრალოდ, კრემლს არ სურს გაუშვას შანსი ხელიდან და რუსი მოსახლეობისათვის არსებული მდგომარეობა ისე შეფუთოს, რომ უკრაინის დადანაშაულებაც მოახდინოს, თან სავარაუდო სამხედრო მობილიზაციის წინ კიდევ უფრო გაამკაცროს კონტროლი იმ სფეროზე (მათ შორის საზღვარზე), რომელიც მას მოესურვება.
გუშინდლიდან ვრცელდება ის ვერსია, თავად ფსბ-მ ხომ არ დაგეგმა ეს ტერორისტული აქტიო, მით უფრო რომ 1999 წელს რიაზანში მსგავსი საეჭვო რამ უკვე მოხდა, როდესაც ფსბ-ს თანამშრომლებს ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაჰქონდათ ერთ-ერთი კორპუსის ბინის სარდაფში. მაშინ ისინი პოლიციამ დააკავა, მაგრამ ფსბ ჩაერია და გაათავისუფლებინა დაკავებულები და თქვა წვრთნა იყოო. მაშინ ეს ყველაფერი ჩეჩნეთის ომის მხარდასაჭერი წინაპირობისათვის იყო საჭირო და დღემდე არაა ცნობილი თუ ზუსტად რა მოხდა იქ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მოსკოვში გუშინდელი თავდასხმა ნაკლებად ლოგიკურია ფსბ-ს მოეწყო, მით უფრო, რომ აშშ-მ ორი კვირით ადრე ღია წყაროებითაც კი გააფრთხილა რუსეთი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რაც აზრს უკარგავდა (და ახლაც აბსურდულს ხდის) რუსეთის მხრიდან გამოსვლას და უკრაინა/დასავლეთის დადანაშაულებას. თუმცა გასაგებია და კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ზოგადად კრემლისაგან გამორიცხული არაფერია. ეს ის რეჟიმია, რომელიც საკუთარი მოსახლეობის განადგურებას არ ერიდება, ერთი ხელით ჰამასს უჭერს მხარს და მეორეს მხრივ თავად ახორციელებს ტერორს სამეზობლოში.
რაც შეეხება არსებულ ვერსიას ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ ტერორიზმზე. ეს ვერსია მოცემულ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელი და სავარაუდოა. ისლამური სახელმწიფოს და მათთან დაკავშირებული სხვა რადიკალური ჯგუფების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე ახალი არ არის. ცნობილია, რომ 2015 წლისათვის ISIS-ში ტუნისისა და რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ (25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს რუსეთში და მათგან რამდენი რადიკალია არავინ იცის). გარდა ამისა შუა აზიის ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი ტაჯიკეთზე მოდიოდა ISIS-K-ს (ისლამური სახელმწიფო ხორასანში – ავღანეთი-შუა აზია) წევრების დიდი ნაწილიც. შუა აზიიდან იყვნენ რადიკალები ჩასული საომრად სირიაშიც. ამასთან, 90-ნი წლებიდან რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს ტაჯიკეთში, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას პანისლამური ძალების წინააღმდეგ. ახლაც სწორედ ტაჯიკების მონაწილეობაზე საუბრობენ გუშინდელ თავდასხმაში. ამასთან, სხვა ისლამური ემირატი და ალ-ყაიდა მოქმედებდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთი ჩართული იყო ISIS-სთან ბრძოლაში სირიაშიც. არაა უცნობი რუსეთის მონაწილეობა აფრიკაშიც. შესაბამისად, თუკი გუშინდელი ტერორისტული აქტი მართლაც ISIS-ის მოწყობილი იყო, თავდამსხმელთა მხრიდან პოტენციური მოტივები ბევრი შეიძლება ყოფილიყო. და ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი რუსეთის წინააღმდეგ ადრეც მომხდარა: 2015 წელს ეგვიპტიდან რუსეთში მიმავალი ხალხით სავსე რეისი ააფეთქეს ISIS-ის წევრებმა. ამ ყველაფრის ფონზე ისლამური სახელმწიფოს ან მათი მოკავშირეების მიერ ჩადენილი დანაშაულის ვერსია ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. იმის გამო, რომ აშშ წინასწარ აფრთხილებდა რუსულ უწყებებს მოსალოდნელი პოტენციური საფრთხის შესახებ, რუსულ ფორუმებზე ზოგი იმაზეც კი ბრაზობს დასავლურმა დაზვერვამ როგორ გვაჯობა საფრთხეების ანალიზში ჩვენსავე ტერიტორიაზეო.
ასე რომ ყველაზე ლოგიკური ახსნა რუსეთის უშიშროების კატასტროფული ჩავარდნაა, რომლებიც დემონსტრანტების დაკავებაზე, საკუთარი მოსახლეობის კონტროლსა და საგარეო ომებზე არიან ფოკუსირებული. ამ ფონზე კი როგორც ჩანს ტერორისტებმა დრო იხელთეს. უშიშროების კატასტროფული ჩავარდნის გადასაფარად, კონტროლის გასაძლიერებლად და სხვადასხვა შეთქმულების წარმოსაჩენად კრემლის მხრიდან უკრაინის რაიმე ფორმით ჩათრევის მცდელობა აბსურდულია, მაგრამ მაინც ვხედავთ ამ აბსურდულ მცდელობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved