• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაზე დიდ ფსონს ივანიშვილი ილია მეორეზე დადებს და მოახლოებულია ეგ დროც“ – რას უყვებიან “ალიას”

ალია ავტორი - ალია
21:27 10-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,854

გიორგი ჯავახაძე, ალია

„ალიას“ ესაუბრება ქართული ოცნების ყოფილი წევრი და თანადამფუძნებელი, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს:

„ივანიშვილი მოთამაშეა და ფულის შემდეგ, ეს მისი ყველაზე საყვარელი გასართობია… სააკაშვილი, ცუდი, თუ კარგი, პოლიტიკოსი იყო, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის აზარტული მოთამაშეა. მას აინტერესებდა რა დროში დაბრუნდებოდნენ სტუდებიდან გამოსული ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მერე სტუდიებში და ამაზეც ფსონი დადო, ის, რომ პოლიტიკოსები არ შეუერთდნენ მაშინ ამ პროტესს და მარტო დატოვეს მედია, ვისი ბრალია, აბა? მას აინტერესებს, რას გააკეთებენ ადამიანები ფულის გამო და რას გააკეთებენ ადამიანები ფულის გარეშე და მთელი თავისი ფულიანი ცხოვრება ამაზე დებს ფსონს, რადგან, მთელი თავისი უფულო ცხოვრება სწორედ ამ დროზე ოცნებობდა, როცა თავად შეეძლებოდა ფსონების დადება. ამიტომ უსმენს ფარულად თავისი ოჯახის წევრებსაც კი, ძმას, ძმის შვილებს, შვილებსაც კი (ბერას და ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერი არ დაგვავიწყდეს), იქაც კი ფსონები აქვს დადებული, რას იზამენ, როგორ მოიქცევიან, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას. ფსონი აქვს ახლა დადებული „ნაცმოძრაობის“ ჩამოქცევაზე და ელოდება შედეგს. მედიის ჩამოქცევაზეც აქვს ფსონი დადებული, თუმცა, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია ჩამოიქცა, ოპოზიციურ მედიაზე ივანიშვილის დადებული ფსონი გაიზრდება. ისიც ივანიშვილის ფსონია, ოცნების რომელიმე ლიდერის ბიზნესინტერესი რომ არ შუქდება და ისიც ივანიშვილის ფსონია, რომლისაც შუქდება, ისიც ივანიშვილის ფსონია, ოცნებიდან წასული ზოგი პოლიტიკოსი რომ მშვიდად ცხოვრობს და ისიც მისი ფსონია, ზოგს რომ მშვიდობა არ ეღირსა. როგორ გგონიათ, ამდენი ადამიანი მოსმენას ახერხებს და ფაილების შენახვას – ვერა? როგორ გგონიათ, სასულიერო პირებზე სუსის კრებსები, მისი ჩარევის გარეშე გამოქვეყნდა? ხო, ბოლო და ყველაზე დიდ ფსონს, უწმინდესსა და უნეტარესზე დადებს და მოახლოებულია ეგ დროც. ყველა იმ მესიჯების მიღმა, რომელიც შეთქმულების თეორიებს მოიცავდა, რომ აი, ახლა გამოტეხავს მიშა ციხის კარს, რომ აი, ახლა დაიგეგმება რევოლუცია, ან, ახლა მალე რაღაცა მითიური მესამე ძალა გამოჩნდება, ბიძინა დგას. ოპოზიციაც უწყობს ხელს, ცხადია, ივანიშვილის გეგმას და როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აი, მალე რევოლუციას მოაწყობს მიშა, ან ციხეში მოხდება გადატრიალება და კარს გაუღებენ და ასე შემდეგ, ოპოზიციაც გასუსული იყო და ამბობდა, გეგმები გვაქვს და ვერ გაგაცნობთო, შესაბამისად, ხალხი შეთქმულების თეორიებს მარტივად იჯერებდა. ქართველ ხალხს არ უყვარს ლოდინი, ღლის – დაღლილი კაცი რის რევოლუციის მომწყობია? სხედან და ერთმანეთს ეკითხებიან – გვეშველება რამე?

სოსო გოგაშვილმა დაიწყო გარკვეული ინფორმაციების გაჟღერება ციხიდან, მაგრამ ახლა, ჩემი ინფორმაციით, მასთან გარკვეულმა ჯგუფმა მესიჯი გააგზავნა, ასე, სოციალური ქსელით ნუ გაავრცელებ ყველა ინფორმაციას, დაიცადე, რაღაცა საგამოძიებო კომისია იქნებაო, ასეთი „ბომბა“ მასალების გავრცელებას თავისი რიგი და წესი აქვსო, თავისი დრო სჭირდებაო, ფორმაო, ჩვენ დაგეხმარებით და ისე გავავრცელოთ ერთად, რომ სისტემა ჩამოვანგრიოთო… ბლეფია ეს ყველაფერი და მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება, დროის გაყვანას და დაღლილი ხალხის მეტად დაღლას. თუ ეს მართალია და გოგაშვილმა მართლაც მიიღო ასეთი შეთავაზება, მინდა მას ვუთხრა, ყველაფერი, რაც დროში გადავადდება, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ზოგი იტყვის, ასე არაა, რუსეთი რომ წააგებს ომს უკრაინასთან, მერე რას იზამს ივანიშვილიო? რას იზამს და ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ აგერ სამთა კავშირში ვართ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად რუსეთის გარეშეო, იტყვის და კავკასიას ვაძლიერებთო. იტყვის, მე საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვიყავიო, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელი მოვაწერეო, აგერ ხბოს მოვლის კანონიც მივიღე ევროპის რჩევით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სულაც უკრაინიდან გადმოვაკოპირე, ეგ ხომ ის უკრაინა, რუსეთს რომ ომი მოუგო და აბა, რუსეთუმე როგორა ვარო? მე რანაირი ოლიგარქი ვარ, სახელმწიფო საქმეებში არც კი ვერეოდიო. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ევროკავშირში მისაღებად, მაგრამ იმაში შევცდი, რომ ღარიბაშვილს ვანდე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე და ამ შეცდომას ახლავე გამოვასწორებო. რა დაუშლის ხელს ამის თქმაში? მას ხომ ყველაზე და ყველაფერზე აქვს ფსონი დადებული და კი უნდა რომ რუსეთმა მოიგოს, მაგრამ მეორეს მხრივ, დაქცეულ და წაგებულ რუსეთში უფრო მეტი ფული იშოვოს, შეიძლება და დიქტატურული რეჟიმის ქვეყნები კიდევ, რუსეთის გარდაც ეგულება, ვისთანაც თავის კომპლექსებზე ანდაზებით იბაასებს და „დარაგოის“ კიდევ, სხვა ენაზეც მიიღებს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიილია მეორე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved