• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველას რიცხავენ? – ბაჩო დოლიძე

ალია ავტორი - ალია
20:08 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
596

„შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოწეროს ხელი აღნიშნულ მანიფესტს, ასევე იმ ყოფილმა პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, ყველას რიცხავენ?“ – ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე „დღის ამბებში“ საუბრობს.

როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, კონსულტაციები გრძელდება და ნიკა მელიას გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს.

არ ვუერთდები იმას, რომ მე, სადაც ვთვლი, რომ არასამართლიანად მოექცნენ ჩვენს მეგობრებს, ყოველთვის ვიტყვი, რომ არასამართლიანად მოექცნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური, დეკორაციული ერთობა რაიმე ტიპის სიძლიერეს ასხივებს არც ასეა საქმე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ, პირველ რიგში.
კონსულტაციები მიმდინარეობს ერთმანეთში, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება, მნუდმივად ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო და შესაბამისად, ყველას ინტერესია გასათვალისწინებელი,“ – ამბობს ბაჩო დოლიძე.

ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მანიფესტის ტექსტი იმ პრობლემების მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული, რაც პარტიაშია. როგორც დოლიძე ამბობს, პარტიის “სადავეები” კეზერაშვილის ხელშია, შესაბამისად, თვლის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან გამომდინარე სრულფასოვნად პარტიის საქმიანობაში ვერ იქნება ჩართული.

პუნქტებს რომ მივყვეთ, შეიძლება არაფერს შეედავო – ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გასაგებია, იქ სადაც კორუფცია და არაფორმალური მმართველობა არ უნდა იყოს, მაგრამ ბევრი ნაწილია გამოტოვებული, რეალურად ეს ტექსტი, ე.წ. მანიფესტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს პარტიის წინაშე დგას? რეალურად პრობლემა რაშია, რომელ პრობლემას აგვარებს.
შინაარსს შეიძლება ეთანხმებოდე, თუმცაღა შინაარსი არ არის სრულყოფილი, არ ასახავს პრობლემების მოგვარებას. ბოლო პასაჟი, რაც მენიშნა, სადაც ჩაწერილია, რომ თურმე ლეგიტიმურია პოლიტიკური საბჭო, ასევე თავმჯდომარე, როდის შეგვიტანია ჩვენ ეჭვი თავმჯდომარის ლეგიტიმაციაში, ჩვენ ვსაუბრობთ ლეგიტიმაციის შემდგომ პერიოდზე, როდესაც აირჩიეს თავმჯდომარე, მერე რა პროცესები განვითარდა.
პოლიტსაბჭო იურიდიულად შეიძლება სწორად აირჩიეს, მაგრამ მანამდე რა გააკეთეს, ადამიანები რომ გარიცხეს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა მანიფესტთან დაკავშირებით, მხარეებს მოუწოდა თქვენ თქვენი ინიციატივით გამოდითო, ჩვენი მხრიდან ორ კვირაზე მეტია, ჩვენი შეთავაზება დევს საჯაროდ, ჩვენ ასე ვხედავთ გამოსავალს, 40 ათასი ადამიანი აწერს ხელს ამ შეთავაზებას, როგორც მინიმუმ განხილული არ უნდა ყოფილიყო? აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, აპირებენ თუ არა ყრილობაზე ამ შეთავაზების განხილვას,“ – ამბობს ბაჩო დოლიძე.

თეგები: ბაჩო დოლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved