• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველას ავიწყდება კომპონენტი, რომლის გარეშეც ტესტირება შედეგს არ იძლევა – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
14:08 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მაშინ როდესაც საქართველოში ყველა დაკავებულია მსჯელობით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტესტების რაოდენობის გაზრდა, რატომღაც არავინ საუბრობს და ყველას ავიწყდება რომ ამ ღონისძიებაში არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის გარეშეც მხოლოდ ტესტირების რაოდენობის გაზრდას შედეგს არ იძლევა. ეს არის კონტაქტების მოძიება, იმ კონტაქტებისა რომელთანაც ჰქონდათ კავშირი გამოვლენილ პიროვნებებს. და არა მარტო მოძიება, არამედ მათი სწრაფი მოძიება და იზოლირება. როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ამ კომპონენტის წარმატებით განხორციელება და შედეგად ბევრი მათგანი დიდ პრობლემებს წააწყდა პანდემიის მართვისას. რაღაც მკარნახობს რომ საქართველოშიც არის ეს პრობლემა. არადა პანდემიის დასაწყისში სწორედაც რომ ეპიდემიოლოგების მაღალ პროფესიულმა მუშაობამ კონტაქტების სწრაფ გამოვლენაში მისცა საშუალება საქართველოს წამატებულად ემარტა სიტუაცია პირველი რამოდენიმე თვე

კონტაქტების მოძიების წარუმატებლობის მიზეზები რთული და სისტემურია. მათ შორისაა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სიმწირე, კადრების ნაკლებობა და არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობები. მდიდარ ქვეყნებს შეეძლოთ საკმარისი კონტაქტების მაძიებლების დაქირავება,რომ გაეზარდათ კონტაქტების მოძიების ხარისხი. სამწუხაროდ საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, ხოლო კადრები ნამდვილად არ არის საკმარისი რაოდენობით. შესაბამისად ამ პრობლემაზე არავინ ამახვლიებს ყურადღებას და არც საუბრობს…არადა

1) ჯანმოს მიხედვით წარმატებული COVID-19 კონტაქტის მოკვლევის ოპერაციის ეტალონია საქმის დადასტურებიდან 3 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტების 80% –ის მოძიება და კარანტინი – მიზანი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია. ამავე დროს, ბევრი მკვლევარი ვარაუდობს რომ რადგანაც ვირუსის გადაცემა სწრაფია და ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სიმპტომების გაჩენამდე, შეძლება ეს 80%ც არ იყოს საკმარისი. მათემატიკური გამოთვლების მიხედვით ერთ დღეში შემთხვევათა 70% –ს იზოლირება სჭირდება, კონტაქტების 70% –ს გამოკვლევა და კარანტინი, რათა აფეთქება შეანელონ

2) COVID-19 შემთხვევისთვის გამოვლენილი კონტაქტების რაოდენობა ძალიან განსხვავდება, ტაივანში საშუალოდ ერთ შემთხვევაზე 17 კონტაქტს ადგენდნენ, გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ 2-ს, საფრანგეთში 1,4 და შეერთებული შტატების ნაწილებში ერთზე ნაკლები. ამიტომაც არ არის ახალ გასაკვირი რატომაც გვაქვს ამ ქვეყნებში დაინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებლები, და შესაძლოა საქართველოშიც შემთხვევების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყოს, კონტაქტების გამოვლენის დაბალი რიცხვი. ამიტომაც შეზღუდვები და ჩაკეტვები უნდა გაგრძლდეს, რათა გარკვეულწილად ეს პრობლემა განეიტრალდეს. ქვეყანამ რომელსაც არ აქვს შეზღუდვები გადაადგილებაზე, აუცილებლად უნდა მოიძიოს უფრო მეტი კონტაქტი, ვიდრე იმ ქვეყანამ, რომელიც გარკვეული ფორმით არის ჩაკეტილი. ჩვენ გვრჩება ჩაკეტვის ოფცია

3) კიდევ ერთი სასარგებლო სტრატეგია რომელიც ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა არის ე.წ “უკანა კონტაქტის მიკვლევა”, ანუ მიკველვა იმ პირებისა რომელთანაც 2 კვირის წინ ჰქონდა კონტაქტი დაინფიცრებულს. იაპონიამ ეს მახასიათებელი ადრეულად აღიარა და თებერვალში მიიღო კლასტერზე ორიენტირებული კონტაქტის ძებნა; ის კონტაქტებს იძიებდა სიმპტომის გამოჩენამდე 14 დღით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ 48 საათის წინ არსებულ კონტქტებს. ამ მიდგომას კი ისევ და ისევ სჭირდება კონტაქტური მკვლევართა არმია. დადგენილია, რომ ასეთი პანდემიების დროს საჭიროა დაახლოებით 30 კონტაქტური მკვლევარი 100,000 ადამიანზე. პანდემიის დასაწყსიში შეერთებულ შტატებს ჰყავდა მხოლოდ 2200 კონტაქტური მაძიებელი. ახლა მისი რაოდენობა დაახლოებით 50,000-ია, მაგრამ ეს მერყეობს 60-დან 100,000- ადამიანზე ვაშინგტონში, 2- მდე 10000 ზე მონტანასა და აიოვაში. ვიეტნამმა კონტაქტების მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გამო დაატრეინინგა 12 000-ზე მეტი ადამიანი. ბევრ რეგიონში გამოიყენეს სტუდენტები, და მოხალისეები იმ დარგებიდან სადაც ისინი უმუშევარნი დარჩნენ. სამწუხაროდ საქართველოში ეს არ მომხდარა

5) კიდევ ერთი პრობლემა რომელიც სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა და საქართველოსთვისაც აშკარაა არის ის რომ იმისთვის რომ კონტაქტის მიკვლევა იმუშაოს, COVID-19 დაავადებული ადამიანები მზად უნდა იყვნენ, რომ უპასუხონ შეკითხვებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ და მათ თავი უნდა აირიდონ სხვებთან კონტაქტებს, სანამ ცუდად არიან. ბევრგან ეს არ ხდება. აგვისტოში 19 ქვეყანაში კონტაქტის მიკვლევაზე დამოკიდებულების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი სურს მიაწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია, თუმცა პასუხები მაინც მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო. ვიეტნამში მონაწილეთა მხოლოდ 4% -მა თქვა, რომ ამ ინფორმაციას არ მისცემდა. შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში, პროპორცია იყო 21%, ხოლო საფრანგეთში, 25%. კიდევ ერთი საბუთი რატომ არის ამ ქვეყნებში ასეთი დიდი ინფიცირებულთა რაოდენობა. ამის მიზეზი, რაც ისევ საქართველოს შემთხვევაშიც შეიძლება იყოს არის ის რომ კარანტინის შედეგად ადეკვატური ფინანსური კომპენსაციის უზრუნველყოფა ყველას არ შეუძლია. პერსპექტივა ორი კვირის განმავლობაში შემოსავლის გარეშე დარჩენა – ან მთლიანად სამსახურის დაკარგვა – დიდი ტვირთია, და შესაძლოა ამითაც აიხსნას ხალხის სურვილი რომ არ მიაწოდონ დეტალები მათი მჭიდრო კონტაქტების შესახებ.

ყველა ამ პრობლემის გამო, ცხადია რომ საქართველოში ყველა კონტაქტის მოძიება და იზოლაცია ვერ ხერხდება და შესაბამისად ინფექციაც სწრაფად ვრცელდება. სწორედ ამ მიზეზების გამოც ამ მომენტისათვის ერთადერთ გამოსავალად იმართოს სიტუაცი სამწუხაროდ არის მკაცრი შეზღუდვები და მათი კონტროლი. ამავდროულად სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს იმ ეკონომიური პაკეტების შემუშავებაზეც რომელიც მან უნდა შესთავაზოს გაჩერებულ წარმოებებს და დარგებს, რომ მათი კოლაფსიც არ მოხდეს დაალბათ იმაზეც როგორ მიეხმაროს და გააძლიეროს ეპიდ სამსახური საქართველოში”

თეგები: ზაზა წერეთელიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი

14:29 12-01-2025
“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved