ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი ეხმიანება პეტიციას, რომლის მიხედვითაც, ლევან ბერძენიშვილს უნდა აეკრძალოს ლექციების წაკითხვა და წერს:
“ლევან ბერძენიშვილს ლექციები რომ უნდა აუკრძალონ, იმ პეტიციაზე ხელმომწერებში საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ნაძირლები რატომ არ ჩანან? თამამად, ამხანაგებო, თამამად.
დასაკარგი აღარაფერი დაგრჩათ ისედაც.
ისე, “უცნობიც'” და უცნობი თუ ნაცნობი მედროვე, ყველაფრის მკადრებელი ” ხალოპები” არსად დაეკარგოთ თქვენს მოქმედ, უწიგნურ, ფულის ტომარა პატრონს.
შემკვეთებიც და შემსრულებლებიც ბევრი გვინახავს…ისტორიის ხრამში ჩაცვენილნი.
ვის დაკარგვიხართ?
არა, ერთი “ხარაბუზა ღენერალი” მაინც როგორ ვერ იშოვეთ?”
შეგახსენებთ, რომ შედგა პეტიცია ასეთი მოთხოვნით:
MANIFEST.GE
ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან კომუნიკაცია, საგანმანათლებლო კუთხით!
კომენტარები