• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერს ფრთხილად აწვდი ხელმწიფეს… ქართუში “ატკატას” სახელით იყო ცნობილი, მერე მთავრობაშიც გაუგრძელებია “პრაქტიკა”– შაფათავა

ალია ავტორი - ალია
16:47 03-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
538
“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა:
ვიღაცები რომ ბლატაობენ დღეს და “იბრძვიან”…
ეს ლამაზი სახლი და ჩემი სიმშვიდე ნარკოტრაფიკის მამებმა დამინგრიეს..
ეს ბინა გავყიდე, ცალკე ქართუ მახრჩობდა ზიმბაბვეს %_იანი სესხით (უფროსს ვერ ვეუბნებოდი), ცალკე ნარკომანებმა გამიშრეს სისხლი, ისიც კი იკადრეს, დამხვდნენ სადარბაზოში კართან. ტვინი მეყო, პოლიცია გამომეძახა. ოქმი არსებობს…
ცალკე, ვისი “ფილიალიც” იყო ის “ტოჩკა” (ჩემი სახლის ქვევით, არც ერთი ღამე არ გვიძინია მე და მაშას მაგათი გრიალის გამო), ისინი მძირავდნენ.
ცალკე იმ მაღალჩინოსნის ცოლმა, ვისთანაც ნატომ იჭორავა, “გაბრალებსო ნარკობარონობას” (ტერმინი დაცულია, ჩემი გამოგონილი არაა, btw. მერე უფროსმა გამიმეორა, აბრალებო, გეგონება, ჩემი შერქმეული სახელი იყო, ქართუში “ატკატას” სახელით იყო ცნობილი, მერე მთავრობაშიც გაუგრძელებია “პრაქტიკა”. ეგეც მე შევარქვი?!:) “ქურდული გარჩევა” მომიწყო.
ვინ შემტენა გასარჩევად და ვინ გამაცნო, თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც არ დაიწერება.
ენა კი დიადმა ნატო ხაინდრავამ მიუტანა მას და უფროსს, 2017 წლიდან ერთი სული ჰქონდა, როდის გამაგდებდა… მაბრალებდნენ, ხელს ადებსო ნარკოტიკის თემაში.. მე არ ვადებდი, ხალხი მირეკავდა ლაივების შემდეგ და მიყვებოდა ინფოს.. ვუსმენდი.. აბა მე ღამის კლუბებში ნარკოტიკის გასაჩხერად არ დავდიოდი…
ქართუ კი მეგრელი მაფიოზა, მუდამ გაბოროტებული ქალის გოიმური პარპაშის კანტორა იყო წლების მანძილზე….
ვინც საქმე გამირჩია და დამაყვედრა, “დაგინდეთო” ბავშვის გამო, მისი ქმარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ციხეში უნდა წასულიყო (ჩემს გამო არა, ნაჭამი ფულების გამო)… რატომ არ ჩაჯდა? მე ნუ მკითხავთ. სახელსაც არ დავწერ. ადრეა. არის კიდევ დრო. უფროსსაც არსად ეჩქარება-ხოლმე, თუ ვინმეს დაგავიწყდათ.. ქართუელებმა იციან ეს ამბავი და ჩემი გამწარების “სქემაც”.
მეც არ მეჩქარება. სამართალი ურმით დადის, მივა თავის დროზე…
..ეს ბუკეტი კი ჩემი საყვარელი ქალი უფროსისგან იყო. ძალიან უხდებოდა იმ ბინას და ჩემს ლამაზ, მაგრამ ურთულეს ცხოვრებას. არ ვიმჩნევდი. არც ეხლა ვიმჩნევ. ამბობენ, რომ ძლიერი ვარ. შეიძლება, მე არ ვიცი. მე თავს სუსტად ვგრძნობ ამ ყოვლისშემძლე ხალხის ზეწოლის და ცხოვრების გამანადგურებელი “სანქციების” ქვეშ…
2017 წელს დაიწყო ჩემი ბულინგი და დაპირისპირება ქართუს გოიმების მხრიდან (ქართუში იქიდან წასული ჩინოვნიკებიც იგულისხმება, ვინც ქვეყნის მართვაში (უფრო ზუსტად კი, დაქცევაში) მონაწილეობდნენ და ბევრი დღემდე უმაღლეს თანამდებობებზეა, არცთუ ისე ეფექტიანად უმკლავდებიან საქმეს, უფრო მკაფიოდ რომ არ ვთქვა, რით არიან დაკავებულები…სავალალო შედეგები სახეზეა…).
P.S. გადავიკითხე. მესმის, არაა სასიამოვნო ჩემი ამ სტატუსების კითხვა და “როგორ ყველა გებრძოდას” საპასუხოდ მოკლედ დავწერ:
საქართველოს ხელმწიფეს გვერდით როცა ხარ და გენდობა, შენ კი კორუფციაზე, “ატკატებზე”, ნეპოტიზმზე, ადამიანების ჩაგვრაზე და უსამართლობაზე დღეში ასი ადამიანი გელაპარაკება იმიტომ, რომ არ კეტავ კარს, არ მალავ ტელეფონის #_ს, არ ამბობ უარს ჩვეულებრივ მოკვდავებთან შეხვედრებზე, ბავშვთან ყოველდღე სეირნობ და ხალხს ხედავ, არ ყვირიხარ, რომ ქრონიკულად “არ გცალია”, მერე ამ ყველაფერს ფრთხილად აწვდი ხელმწიფეს, რომელიც ძალიან სათუთად შექმნილი ინფორმაციული კოლბის ქვეშ ჰყავთ (კი, კი, ასეა, რაღაც “პრასვეტი” თითქოს გამოჩნდა, მაგრამ ბოლომდე არა, მთავარი გველები თანამდებობებზე დატოვა ჯერ), როგორ ფიქრობთ, ვინ გამახარებდა?
რას ვნანობ, იცით? ინფორმაციის 1/100-ს ვაწვდიდი, ფიზიკურად ძნელი იყო მომენტის შერჩევა. დღეს მე თვითონ ჩავწვდებოდი თემებს და მეტს გავაკეთებდი. ქვეყნის ჩალით გადახურვა ქურდების და ჩვენი შვილებისთვის მომავლის წართმევა მძიმედ უნდა ისჯებოდეს. ნამუსი შეუნახეს ზოგიერთებს, სახელი კი იცით. ციხე სანატრელი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ჯერ მიშას ვერ მიხედეს, ამათ ამბამდე სანამ მივლენ, მე კი არა, ჩემი შვილი დაბერდება.
ამ დროს კი “აყვავებულ” ქვეყანას რა ვუყოთ?
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved