24 წლის გოგონა, რომელსაც ურთიერთშელაპარაკებების ნიადაგზე ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით “პალიტრანიუსი” გოგონას თვითმხილველ მეზობელს ესაუბრა. გოგონა დაწვრილებით იხსენებს შემზარავი ფაქტის დეტალებს.
“მეგობრებთან ერთად და მეზობლებთან ერთად ვისხედით სამზარეულოში, უეცრად იყო ძალიან დიდი აფეთქების ხმა, დაზანზარდა ჩემი სამზარეულო, გარეთ გამოვცვივდით, მოგვესვა გოგოს ღრიალი, თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, 112-ში დავრეკეთ შემოსასვლელში ყველაფერი ცეცხლის ალში იყო, იმხელა კვამლი იყო ვერ ვხედავდით ერთმანეთს. გოგოს მთელი ფეხები და ხელები დამწვარი ჰქონდა, იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო ვერ აცნობიერებდა, რომ გადარჩა. წყნარი ბავშვია, სულ მარტო ცხოვრობს” – აცხადებს მეზობელი.
წყარო: palitravideo.ge
კომენტარები