• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარლამენტი სავსეა არარაობებით, მევახშეებით, “ჟუაჩკის” მღეჭავი, ცალ-ცალ კალოშიანი ეკა ჭიჭინაძეებით…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:21 11-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,618

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიე:

ყველაფერი გვაკადრეს!
⚫️ ძირს დაგდებულ ადამიანებს, სისხლის გუბეში აღმოჩენილ ახალგაზრდებს წიხლები ურტყეს; კრიმინალურ ბანდებს ჩვენი უმწეო, წაქცეული თანამოქალაქეების ზურგზე “ბატინკებით” გადავლის უფლება მისცეს; ქალები თმით ითრიეს; დაკავებული ადამიანები ცემეს და გაძარცვეს, გააშიშვლეს და აბუქნავეს, ზოგიერთებს გაუპატიურებით დაემუქრნენ; განსხვავებული აზრის მქონე პირებს “ქოლცენტრებიდან” ურეკეს და მკვდარი და ცოცხალი აგინეს; უბედური, ასოციალური სუბიექტები დარაზმეს და ოპონენტებს სადარბაზოებთან დაახვედრეს; იჭერენ ფბ-კომენტარის, პლაკატის დაჯღაბნის გამო, იჭერენ ყველას – სტუდენტიდან დაწყებული, 71 წლის გაგრელი დევნილით დამთავრებული. ისეთ ხალხს არბენინებენ პოლიციასა და სასამართლოს შორის, რომელთაც ამ დაწესებულებათა მისამართი არც უნდა იცოდნენ (მაგალითად, ჩემს მეგობრებსა და მე). მხოლოდ იმიტომ გვექცევიან ასე, რომ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა.
⚫️ ნახევარი საქართველო აგენტებად გამოაცხადეს; უამრავ ახალგაზრდას სამუშაო ადგილი წაართვეს; გვეუბნებიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ მოგვწონს, ქვეყნიდან წავიდეთ; ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ და კუბოს ამადლიან;
⚫️ მთელი დასავლეთი მტრად და ბოროტების გოდოლად არის შერაცხული, ყველასთან ხიდი გვაქვს დამწვარი; “ქართული ოცნება” ერთი ერთში იმეორებს ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე მდაბიო რუსი “მოლაპარაკე თავების” რიტორიკას. ყვავილებით ამკობენ თემურ ლენგის უზარმაზარ მემორიალს, ხან ჰამასის გვერდით დგანან, ხან გენოციდის შემოქმედ სისხლიან ბენ-გვირს უმშვენებენ გვერდს. “მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, / გარეთ მხდალი, შინ ძლიერი”.
⚫️ ადამიანების დაცინვა, დამცირება, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება, დეჰუმანიზაცია მოწინავე საქმიანობად აქციეს. დარგის სპეციალისტებს 30 000 ლარიანი ხელფასებით ახალისებენ. “ტროლბოტობა” სპორტის ნაციონალურ სახეობად იქცა.
⚫️ გირგვლიანის მოსამართლე მთავარ მსაჯულად გვყავს, ადეიშვილის მოადგილე განათლებას განაგებს, პარლამენტი სავსეა არარაობებით, მევახშეებით, კონფორმისტებით, “ჟუაჩკის” მღეჭავი, ცალ-ცალ კალოშიანი ეკა ჭიჭინაძეებით…
ათასი წელი უძლებდა გელათი ათას უბედურებას, ამათმა კი მისი ფრესკები დაალპეს, წვიმის წყალსა და ობის სოკოს შეაჭმევინეს, დავით აღმაშენებლის სახე ჩამოარეცხინეს… ძალით არა, დანაშაულებრივი უპასუხიმგებლობით.
🆘️ დემოკრატიის უკუსვლასა და დიქტატურის განმტკიცებას თან არნახული სოციალური კრიზისი ახლავს: ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები, იკლებს ჯანდაცვის თუ განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ათასობით მოქალაქე უმუშევარი რჩება საქართველოში შემორჩენილი უკანასკნელი ინდუსტრიების ეტაპობრივი მოსპობის ფონზე (ერთი წელია სამსახურიდან გათავისუფლებული ორიათასამდე ჭიათურელი მაღაროელი საწარმოში დაბრუნებას და ღირსეულ შრომის პირობებს ითხოვს), უბინაობა და ვალი სიცოცხლეს უწამლავს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, აფეთქებით, დატბორვითა და გასხვისებით ემუქრებიან ჩვენს სასიცოცხლო სივრცეებს, ტყეებსა თუ მდინარეებს მაღალმთიან რეგიონებსა და დიდი ქალაქების შემოგარენში, უამრავი ადამიანი თავს ემიგრაციაში გაქცევით შველის.
❗️ამ ყველაფერს არ ამართლებს ის, რომ ნაციონალები და მათი ანასხლეტები უვარგისი და საზარელი პოლიტიკური ჯგუფი არიან… არ ამართლებს!
🌑 უკვე გვიანაა, უკვე ძალიან ბნელა…
✊️ ჩვენ არც ნაცები ვართ, არც ქოცები, ჩვენ სოცები ვართ – მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy ! შეიძლება არ იზიარებთ ჩვენს შეხედულებებს ბოლომდე, მაგრამ გამოდით… წინააღმდეგობაც თუ აღარ გამოიხატა, სულს ამოგვხდიან ერთბაშად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved