• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაფერი ბრწყინვალედ შეიფუთა – ცივილიზაცია ლგბტ-თახსირობმდე დაიყვანა და სახე უცვალა – გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
19:24 07-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,242

ექსპერტი ეკონომიკის დარგში დემურ გიორხელიძე წერს:

 

“ეს გლობალური ლიბერალური იმპერიალიზმი,
შეზავებული უსაზიზღრეს “პროგრესისტულ”
იდეოლოგიასთან, რომლის ყველაზე გამოკვეთილ
ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს, – მართვის ინსტრუმენტს,
ლგბტ-პროპაგანდა წარმოადგენს, – ქრება და გზა
ისტორული სანაგვისკენ აქვს აღებული!
გლობალური ლიბერალური იმპერიალიზმი, –
როგორც ყველა ტიპის იმპერიალიზმი, –
ტოტალიტარული აზროვნების ინტერესთა ჯგუფების
მიერ ხორციელდება! და დასავლეთის, პირველ რიგში,
აშშ-ს დაკნინება სწორედ მე-20 ს.-ის 80-იანი წლებიდან
დაიწყო, სწორედ იმ ქარიზმატული, პოლიტიკურად უვიცი
პრეზიდენტიდან, რომელსაც რონალდ რეიგანი ჰქვია.
ყველაფერი ბრწყინვალედ შეიფუთა:
რეიგანი ნეოკონსერვატორების მიერ გამოყენებული იყო
როგორც ფარდა, შენიღბვა რეალური პროცესებისა, მაშინ
დაედო საფუძველი უამრავ ნეგატიურ პროცესს, რამაც
ბოლო წლებში იჩინა თავი…
ნეოკონსერვატიზმის ყველა მამამთავარი იდეური
ტროცკისტი იყო: ბრწყინვალე ნიუ-იორკელი
ინტელექტუალით ირვინგ კრისტოლითა და ნორმან
პოდგორეცით დაწყებული (ახლა არ ვსაუბრობ
ნეოკონსერვატიზმის გენეზისზე, თუმცა, ეს უღრესად
საინტერესო საკითხია და მისი ცოდნა აუცილებელია!).
ლეიბა ბრონშტეინის იდეებმა დასავლეთი და მისი
ღერძული ქვეყანა დააკნინა, – დიდი დასავლური
ცივილიზაცია, ყველაზე შთამბეჭდავი შედეგის მიმღები,
ადამიანის განმათავისუფლებელი და მისი კოლოსალური
ინტელექტუალური შესაძლებლობების გამხსნელი
ცივილიზაცია ლგბტ-თახსირობმდე დაიყვანი და
სახე უცვალა.
წლებია ვწერ:
დიდი დასავლური ცივილიზაცია ასე მარტივად არ
დამორჩილდება, – წინააღმდეგობას გასწევსთქო.
ახლა ეს პროცესი იწყება:
დასავლეთს აქვს ერთადერთი შანსი – განთავისუფლდეს
ამ ტოტალიტარული ელიტებისგან, გლობალური
ლიბერალური იმპერიალისტებისგან, ამ ლგბტ-
ტერორისტებისგან და აღიდგინონ საკუთარი
კეთილდღეობა და მშვიდი ცხოვრება.
ევროპაში სუსტად, მაგრამ წელს აშკარად გამოიკვეთება
ელიტების ცვლილების პროცესი. 2022 წლის ნოემბერში კი
აშშ-ს აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეტაპი
გასავლელი: ნაგავი გასატია და კონსერვატული ძალების
კონტროლი ჯერ ორივე პალატაზეა აღსადგენი, მერე ამ
დემენციის გზაზე შემდგარი პრეზიდენტის საკითხიც
იოლად მოგვარდება!
ჯერ კიდევ 1973 წელს, ფრანც-იოზებ შტრაუსმა,
გერმანელმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ
შესანიშნავად თქვა, რომ
“…იყო კონსერვატორი ნიშნავს “მიაბიჯებდე პროგრესის სათავეში”.
დიახ!
საღმა კლასიკურმა კონსერვატიზმმა უზრუნველყო სტაბილური განვითარება და ზღუდეები ჩაუდო
ავარდნილ რეაქციულ თუ აგრესიულ იდეებს!
სადაც ეს ვერ მოხერხდა, იქ კატასტროფებმა დააკნინეს და
შეაჩერეს ერების განვითარება!
საქართველოს 30-წლიანი ტრაგედია კონსერვატიზმის განადგურებითა და უდამპლესი, “დასავლურ ორიენტაციაში” შენიღბულ სწორედ გლობალური ნეოლიბერალური იმპერიალიზმს უკავშირდება, რომელსაც არაფერი აკავშირებს ზოგადად დასავლურ კულტურასთან, მის კლასიკურ ეპოქასთან!..
დრო იცვლება! იგი ულმობელია ყოველგვარი
დრომოჭმულისა და მცდარისადმი. ეს რომ შეიგრძნო,
დროის სუნთქვას უნდა გრძნობდე და მოქმედებდე
დროის შესაბამისად.”
თეგები: დემურ გიორხელიძელიბერალური იმპერიალიზმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved