ყოფილი დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი:
,,შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სანამ უბნები არ დაიხურება და ყუთები არ გაიხსნება, არავინ იცის რა შედეგებია, ვინ იგებს და რამდენით იგებს. ყველანაირი ლაპარაკი, რომ ვიღაც რაღაც მონაცემებს ფლობს და იცის შედეგი, არის ცარიელი პროპაგანდა.
ერთადერთი, რაც ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და ემიგრაციის პროცენტის გათვალისაწინებით თითქმის იგივეა, რაც 2012-ში, რაც ოპოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს და არა ხელისუფლების. საზღვარგარეთის ხმებში რომ ოპოზიციის დიდი უპირატესობა იქნება, ესეც პრაქტიკულად ცხადია უკვე.
თუმცა, დაველოდოთ პირველად შედეგებს.”
კომენტარები