ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ემერჯენს ცენტრს“ ქმნის. როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე მიიღეს.
„ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო საგანგებოდ მიიღებს პაციენტებს და ეს იქნება ემერჯენს ცენტრი. „ყველა მოქალაქემ, რომელსაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების დატრიაჟება და შემდეგ მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ. იქნება ეს საკარანტინო ზონა, თვითიზოლაცია, თუ ოჯახის ექიმი“
კომენტარები