• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, თუ გვინდა ის, რასაც საზოგადოების 85% უჭერს მხარს – პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
15:15 07-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ისინი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა დაგეგმილია ოპოზიციურ სპექტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთანაც.

დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ევროპარლამენტართა დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით, დახურული შეხვედრის დეტალებზე მხარეებმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ მოგვენიჭა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს არის ნაბიჯი, რომლიდან უკან დახევაც არ იქნება, მაგრამ ჩვენგან მოითხოვს, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი ვიყოთ. მეორე მხრივ, უახლოესი მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუკი ჩვენ იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რომელთაც 12 პუნქტს ვუწოდებთ. ამაზე მუშაობა, ჯერ ერთი, უნდა დაიწყოს ბრიუსელში, რასაც, ველოდები, [არის ის] რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა კომისიასთან ზოგიერთი დეტალი გაარკვიონ – როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგი ნაწილი. [მუშაობა] უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე, ამისთვის, ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ საზაფხულო სესია შედგეს. როცა ჩვენ 6 თვე გვაქვს, სრულიად გაუგებარია, და მგონი, ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც, გაუგებარია, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში [მუშაობას]. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს. მხოლოდ ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში – არა, ეს ცალ-ცალკე არ ხდება, ეს ყველასთვის ძალიან მარტივად გასაგებია. აქ, პირველ რიგში, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მათ ხელშია კანდიდატობის მიღწევა, ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ოპონირებას არ დაიწყებს. ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინკპონგი, შეიძლება, ზოგჯერ ჯობს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას – არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას. არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტსა და ომს ელოდება. ეს მიუღებელია. არ შეიძლება, ამ პირობებში, რაიმე ფორმის დიალოგი დავიწყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ იმისთვის ჩამოდიან, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები: ევროპარლამენტარებისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved