• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველამ ყველაფერი იცოდა” – როდის მოიპოვეს რუკა და ვინ იცოდა მის შესახებ?

ალია ავტორი - ალია
17:41 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

არ ვადასტურებთ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ გარემოებას, თითქოს ივერი მელაშვილი 1938 წლის რუკას მალავდა. ყველა დოკუმენტის შესახებ იცოდა კომისიამ“. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა “2020NEWS”-თან  საუბრისას განაცხადა

“ყველა სადაო დოკუმენტის არსებობის შესახებ კომისიამ იცოდა. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს რუკები არ იყო გამოსადეგი მუშაობისთვის. ივერი მელაშვილი კომისიის თავმჯდომარე არ იყო, კომისიას ყოველთვის ხელმძღვანელობდა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. აქ არ  იგულისხმება, თითქოს რომელიმე კონკრეტულ წელზეა საუბარი. კომისია საქმიანობდა 1994  წლიდან 2017 წლამდე პერიოდში და სხვადასხვა პირები იყვნენ კომისიის ხელმძღვანელები. ეს რუკები 1997 წელს მოიპოვეს და შემდეგ მიდიოდა მსჯელობა, თუ რა უნდა ექნათ ამ რუკებთან დაკავშირებით. ასე რომ,  ყველამ ყველაფერი იცოდა და ივერი მელაძეს არაფერი დაუმალავს”

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე:

„ბრალდებულებს ევალებოდათ, შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული  რუკის  დედანი,  საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს (ნატალია ილიჩოვა)  სამუშაო კაბინეტში“, – ასეთ ბრალდებას ავრცელებს პროკურატურა.

ბრალდებული ივერი მელაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ამიტომ საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე პროკურატურას არც კი მიმართავს.

„ივერი მელაშვილი აცხადებს,  რომ მისი მხრიდან არანაირი შეთავაზება გირაოზე არ იქნება.   თვლის, რომ  მისი მხრიდან გირაოს მოთხოვნა აღიქმება, როგორც რაიმე დათმობის  მოთხოვნა და არანაირ დათმობას არ აპირებს.  ის აცხადებს, რომ ეს მისი ბრძოლაა  და სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე უნდა იბრძოლოს“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და არ იცის იმ 60 პირის ვინაობა, ვინც პროკურატურის მიერ საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული.

თეგები: დავით გარეჯიივერი მელაშვილიპროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved