• რეკლამა
  • კონტაქტი
08:52, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველამ იცის, რომ კიბო მაქვს და 2 წელიღა დამრჩენია, ჩემი დარჩენილი ცხოვრება ისე არ წავა, თუ 5 ძაღლთმოძულე კაცი არ გაგიყოლოთ“ – ვის მიმართავს თამაზ ელიზბარაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:28 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

თამაზ ელიზბარაშვილი საცხოვრებელი კომპლექს „ლისი ვერანდას” მკვიდრს მიმართავს და მათ უპატრონო ძაღლების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო აკრიტიკებს. როგორც  ელიზბარაშვილი “ფეისბუქლაივის” მეშვეობით აცხადებს, კომპლექსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შესაბამის ზომებს მიმართეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები თავიდან მოეცილებინათ.

ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე მიუსაფარი ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა. ის მომხდარის გამო “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს, ვინაიდან, მისი თქმით, საცხოვრებელი კომპლექსი მას ეკუთვნის და შესაბამისად,  პასუხისმგებლობას მას აკისრებს.

“ლისი ვერანდაზე მყავდა მიკედლებული რამდენიმე ძაღლი, რომლებსაც ვუვლიდი, იყვნენ აცრილები, ჰქონდათ ყურზე ნომრები და ყველაფერი, რაც საჭიროა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ისინი გაიყვანა ადგილიდან.

მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, როგორც ამბობს, ეს კომპლექსი საკუთრებაა. მე არ მეგონა თუ ასეთი ძაღლთმოძულე იყავი. მე შენზე არანაკლები ფული მაქვს, თუ კაცობას ფულით ზომავ.​ ბიძინასაც აქვს ფული, მაგრამ მე მაგის კაცობაზე ლაპარაკი არ მინდა ახლა. 12 მილიონი მაინც მაქვს დახარჯული ქუჩის ძაღლების მოვლაში. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ქვეყანა იყოს ცივილიზებული. ყველამ იცის, რომ კიბო მაქვს, მეტასტაზები გამივრცელდა და 2 წელიღა დამრჩენია, ჩემი დარჩენილი ცხოვრება ისე არ წავა, თუ 5 ძაღლთმოძულე კაცი არ გაგიყოლოთ,”- აცხადებს ელიზბარაშვილი.

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ის საცხოვრებელი კომპლექსის დირექტორთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს და სოციალური ქსელით მიმართავს, მას შეხვდეს.

თავშესაფრის მეპატრონე აცხადებს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა უკანონო ქმედება ჩაიდინა და  შს მინისტრს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“შს მინისტრს მივმართავ, ეს ძაღლები კანონის დაცვით იყვნენ მიკედლებული, უკანონობა კი ჩაიდინა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა და კაცმა, გამოიძახა და წააყვანინა. თუ ამაში ხაზარაძეა ჩართული, ჩათვალე, მე ვარ შენი ნომერ პირველი მტერი. ვინც ეს გააკეთა ან ყურით მოათრიე, ან შენ მიიღე ზომები,”- აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

წყარო: GTmedia

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved