• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ვინც სამშობლოს სულში ჩააფურთხა, ან საკუთარი გადაფურთხებული ალოკა – წინა ხაზზეა…” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:19 11-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“20 ივნისის აქციებზე, მცირე ჯგუფმა, რაც გავრილოვი სასტუმროდან ,,გავაცილეთ”, პარლამენტთან გადავინაცვლეთ, ასე ერთ საათში ათასობით ადამიანი შეგროვდა მომხდარის გასაპროტესტებლად, მათ შორის იყვნენ ორთოდოქსი ქოცები…

მერე ამ სამოქალაქო პროტესტს შეუერთდა კაგებეშნიკი ულვაშა ვაშაძე, ვლადიმეროვნა ნინო, მუჯლუგუნა უგულავა და უამრავი უპრინციპო ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკანი… ათასობით ადამიანი წავიდა, რომელიც თავისი პარტიის წინააღმდეგაც კი იყო გამოსული და უკან აღარასოდეს დაბრუნებულა…

ახლა რა ხდება? – ტელევიზიების ეკრანიდან თუ აქციებიდან საზოგადოებას სახეში ხვდება პუტინის ბურჯანაძე; ყველას გუბაზი, 100 ხინკალზე რომ ყველაფერს იკადრებს? ჩხეიძეები, რომლებიც გუშინ გადმობარგდნენ პუტინის ინაშვილის პარტიიდან, რადგან სიძე ბიძინაზე გაბრაზდა, ხალხის ყვლეფაში ვერ მორიგდნენ; პრეზიდენტის ინსტიტუტზე გულშეწუხებული სარიშვილი, რომელიც ზვიადის სიკვდილს ითხოვდა, სანამ ქვეყნიდან გაგვასწრებსო და ასე უსასრულოდ…

ყველა ვინც სამშობლოს სულში ჩააფურთხა, ან საკუთარი გადაფურთხებული ალოკა პრივილეგიებისთვის, ყველა წინა ხაზზეა…

ზოგს გააზრებული აქვს – ბიძინა და მისი დებილი მონების ჯოგი ისეთი სახიფათოა და საშიში, ამ ბრძოლაში ყველა ვიგინდარა, უნდა აიტანოს, მაგრამ არის ხალხის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ლოგიკურად უდგება ამ პროცესს და ვერაფრით ხსნის ბურჯანაძესთან, სარიშვილთან, გუბაზთან, ჩხეიძესთან ერთად რანაირად უნდა ებრძოლოს რუსეთს?! მთელ ამ პროტესტში ყველაფერი გაბლარული, ბუნდოვანი და ალოგიკურია…

ბაბლში გამოკეტილი ოპოზიცია, ვერ აანალიზებს, რომ ეს აღარ არის, ,,ჯოს”, ,,ჯოს” ყვირილზე აგდებადი საზოგადოება, რომელსაც ურაპატრიოტული დემაგოგიით შეკრებ და დაარტყამ ოპონენტს, არც ცხრა აპრილის დროინდელი საზოგადოებაა, რომლიც მზად იყო თავისუფლებისთვის ყველაფერზე ეთქვა უარი, საკუთარ სიცოცხლეზეც კი…

საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ ბიძინას ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ეს არ კმარა მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ ამ ფარისეველი, მედროვე ვიგინდარების, ან დაძახილზე გამოვიდეს, ან ლუსტრირებული რუსეთუმეების, თუ ფარისეველი კარიერისტების გვერდით ,,ებრძოლოს” ბიძინას/რუსეთს…

არ ვიცი რა ვალშია ასეთში ოპოზიცია, ან ტელევიზიები ამ პოლიტიკურ ბალასტთან, მაგრამ თუ ისინი მოახერხებენ, ეს ობმოდებული ფარისევლები ან ეკრანებიდან, ან მიკროფონებიდან ჩამოხსნან, მომიტინგეთა რიცხვი უსწრაფესად გაიზრდება, თუ მათი ჩანაცვლება არ/ვერ მოხდა უკომპრომისო, წესიერი, ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდებით, ეს პროტესტიც გაიცრიცება და მიილევა, როგორც უკვე მოხდა არაერთხელ…”

თეგები: ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved