• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ვართ პოტენციური მსხვერპლი და გააზრება არავის აწყენს მთავრობაში, რომ ნებისმიერი მათგანიც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
16:26 08-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყველა საკითხის დასმა არის არამარტო ლეგიტიმური, არამედ აუცილებელი. ლეგიტიმურია, რომ მოქალაქემ მოიკითხოს, რატომ არ ჰყავს მთიან რეგიონებს მუდმივად მორიგე ვერტმფრენი, რომ საჭირო დროს ათ წუთში გაჩნდეს უბედურების ზონაში?
რატომ სძულთ პროფესიონალები, ან თუ მიიწვიეს სამუშაოდ, მერე რატომ იკიდებენ ფეხებზე მათ დასკვნას და ტოვებენ ქაღალდზე რეაქციის გარეშე?
თბური დრონები კერძო ორგანიზაციას თუ აქვს, სახელმწიფოს რატომ არ აქვს და სხვა მრავალი, თუნდაც ის, – რატომ აქვთ ამ არაჩვეულებრივ, მართლაც თავგანწირულ მაშველებს დაბალი ხელფასი?
ყველაფერი, რა კითხვაც ადამიანს უჩნდება, თავის საფუძველში არის ყველასთვის სასარგებლო და მიმართულია სიკეთის მოპოვებისკენ, ამიტომ კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას.
მოპასუხე მხარე რომ საღად რეაგირებდეს, ტროლები კი არ უნდა აამუშავოს და ისტერიკა დაიმართოს, არამედ უნდა შეაგროვოს კითხვები, ემოცია მოაშოროს ამ კითხვებს, მშრალად, საკითხებად აღიქვას და დაახარისხოს და ამდენი ტრაგედიის მერე მაინც, სწრაფი რეაქცია მისცეს და გაასწოროს, რომ ნაკლებად უმწეოები ვიყოთ, როცა კატასტროფა ხდება. ასე, ნაბიჯებით მოდის პროგრესი. რის გათვლაც წინასწარაა შესაძლებელი, ჭკვიანები წინასწარ ითვლიან, ნახევრადჭკვიანები გამოცდილების შემდეგ ვითარდებიან და მთლად სულელები ვერასდროს.
გაისმის ლეგიტიმური კითხვები და რა ხდება უცებ? – ისედაც ჯანსაღ კომუნიკაციამოშლილ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას “მტერია”, ვიღაცა აბსურდის შემოტანით იწყებს ყველა სასარგებლო შეკითხვის მოკვლას: “კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა, წამოვიდა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ. ” აი ასეთ საოცრებას რომ შემოიტან და აატაცებინებ “შენებს”, ვინღა გაგცემს პასუხს რამე აზრიან კითხვაზე? ხომ დაკარგე ყველა პოზიცია? კალაძემ რამე იცოდა და ამიტომ ისვენებდნენ მისი ბავშვები შოვში და წუთები ჰქონდა გათვლილი? თუ ძალიან დიდი შანსი იყო, მისი ოჯახიც მოყოლილიყო უბედურებაში.
არადა შეიძლება ხომ, რომ იგივე ფაქტის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს, რომ ყველა ვართ პოტენციური მსხვერპლი, ყველას გვეხება ეს და გააზრება არავის აწყენს მთავრობაში, რომ ნებისმიერი მათგანიც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და რაც არ არის სხვისთვის ექსტრემალურ პირობებში დროულად მისაწვდომი, შეიძლება შენთვისაც არ აღმოჩნდეს, როცა გჭირდება, ამიტომ უნდა გამოასწორო, ასე მაინც მიხვდი, რატომ უნდა გამოასწორო. მაგრამ არა, აუცილებლად უნდა გაპათოლოგიურდეს ყველაფერი, რომ წლიდან წლამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ერთი ადგილი ვტკეპნოთ. ეს ყოფილა ჩვენი თანდაყოლილი ხარვეზი, თუ ჯადო, არ ვიცი, რა დავარქვა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved