• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა შევაწუხე, რადგან 5-წლამდე ციხე ემუქრებოდაო” – “აკრძალული ფოტოსურათი” – რას წერს გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
18:56 02-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326
მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
ეს შესანიშნავი შენობა საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროა ელ-რიადში. დაახლოებით 300-400 მეტრში კი სასტუმრო რიტც-კარლტონია.
2004 ან 2005 წელი იყო. ჩასული ვარ საუდის არაბეთში წამყვან გინეკოლოგებთან შესახვედრად. პირველი შეხვედრა გვქონდა ჯედაში, შემდეგი შეხვედრა კი ელ-რიადში, სასტუმრო რიტც-კარლტონში გვაქვს დანიშნული.
ისე როგორც ჯედაში, დაახლოებით 15-20 ადამიანს ველოდებით საუნივერსტიტეო, სამხედრო და კერძო კლინიკებიდან. ჩემთან ერთად არის შვეიცარელი პროფესორი, რომელიც არაბ კოლეგებს აცნობს ჩემი კომპანიის მიერ წარმოებული ბიოტექნოლოგიური პრეპარატების გამოყენების დეტალებს ინ ვიტრო განაყოფიერებაში
შეხვედრა დანიშნულია შუადღის ლოცვის შემდეგ, 13:00. წინა საღამოს შევთანხმდით რომ 11 საათისთვის ჩავალთ საკონფერენციოში რათა შევამოწმოთ პროექგორი, მიკროფონები და სხვა ტექნიკური დეტალები.
11:10 საკონფერენციოში ვარ უკვე 10 წუთია, ჩემი შვეიცარელი კოლეგა არ სჩანს, ავნერვიულდი. ვურეკავ ნომერში – არ პასუხობს. სასტუმროს ადმინისტრაციას ვთხოვე ვინმე გაეგზავნათ მომერში, იქნებ სძინავს და გააღვიძეთ-თქო. რამდენიმე წუთში მეუბნებიან – ნივთები ადგილზე, თვითონ ნომერში არ არისო. გავოგნდი – წინა ღამეს ერთად ვივახშმეთ, მოვილაპარაკეთ 11:00 შეხვედრაზე და ბაც! ადამიანი გაქრა.
ვურეკავ ჩვენი კომპანიის ქანთრი მენეჯერს, (რომელიც 12:30 უნდა მოსულიყო) ვეუბნები ჰანს-იორგი გაქრა, ვერ ვპოულობ, რამე მიშველეთქო.
ერთის მხრივ სერიოზული ღონისძიება “მივარდება”, მეორეს მხრივ ჩემი კომპანიის სტუმარი, შვეიცარიის მოქალაქეა გამქრალი. ვფიქრობ – შვეიცარიის საელჩოს ხომ არ შევატყობინო.
გახდა 12:30, სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა. ფურშეტია გაშლილი – ჩაი, ყავა, ტკბილეული. ვხვდები ამ ხალხს, ვუღიმი არადა თავი მისკდება, რა ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი. როგორ გამოვუცხადო – დიდი ბოდიში მაგრამ ერთი სპიკერი დავკარგეთქო.
უკვე ვიწყებდით კონფერენციას რომ ჰანი მირეკავს – ვიპოვნე ჰანს იორგი, 30-40 წუთში მოვიყვანო. მომეშვა. დავიწყეთ კონფერენცია – მისალმება, კამპანიის პრეზენტაცია, ჩემი მოხსენება რომ მთავრდებოდა, შემოდიან ჰანი და ჰანს-იორგი.
აღმოჩნდა რომ ჰანს-იორგი დილით გასულა სასეირნოდ (სანამ დაცხებოდა) თან ფოტოაპარატი წაუღია. ეს მშვენიერი შენობა რომ ნახა, სხვადასხვა რაკურსით დაუწყო ფოტოების გადაღება და სწორედ მაგ დროს დააპატიმრეს, რადგან შსს შენობის გადაღება აკრძალული ყოფილა. ჰანიმ ვინც ნაცნობი მყავდა ელ-რიადში, ყველა შევაწუხე, რადგან 5-წლამდე ციხე ემუქრებოდაო.
ასე იყო ეს ამბავი
შეიძლება იყოს skyscraper გამოსახულება
თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved