• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა მშობელი შვილების გვერდით უნდა ვიდგეთ და მათ მომავალს მათთან ერთად ვიცავდეთ!” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:40 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177
ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
თბილისში ნაცების წინააღმდეგ გამართული, თითქმის, არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია. რამდენიმე მათგანზე ჩემს შვილთან ერთად ვიდექი, მაშინ ძალიან პატარა იყო.
ამ ხელისუფლების პირობებში ერთხელ ჩავედი თბილისში, ევროკავშირი რომ ჩვენი არჩევანია, მეც მინდოდა ეს დამეფიქსირებინა, იმ მოედანზე დამეფიქსირებინა. ისევ ჩემს შვილთან ერთად ვიდექი, უკვე 28 წლის შვილთან ერთად.
ახლაც წავალ, ევროპა ჩემი არჩევანია და არ არსებობს არანაირი “ხალხის ძალა”, ეგენი ყველა ბიძინას ხელისბიჭები არიან, ბიძინას კეთილდღეობაზეა მიბმული მათი კომფორტი და კეთილდღეობა, ფეხზე ჰკიდიათ სხვა ყველა და ყველაფერი. ძალადობრივ ჯგუფებს ქმნიან და რუსული ფულით აფინანსებენ, რომ მათთვის მიუღებელ პერსონებზე დაგეშონ.
უკვე კარგახანია, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი არის მტერი!
რუსეთი არის ჩემი ქვეყნის დამაქცევარი!
რუსეთი არის მკვლელი!
რუსეთი არის ოკუპანტი!
და ყველა, ვინც მის მიზნებს ნებით ან უნებურად ემსახურება, გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი მოღალატეა!
დროა, გააცნობიეროს!
ძალიან ვწუხვარ, რომ დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა ახლა ჩვენს შვილებს უწევთ, რადგან ჩვენ ვერ შევძელით, რუსეთში დაბრუნების საფრთხე მათთვის საბოლოოდ აგვეშორებინა.
კიდევ უფრო სამწუხარო იქნება, თუ ამას მშობლების თანადგომის გარეშე გააკეთებენ.
ყველა მშობელი შვილების გვერდით უნდა ვიდგეთ და მათ უკეთეს მომავალს მათთან ერთად ვიცავდეთ!
ამაზრზენია იმის ყურება, როგორ დგანან (უფრო სწორად, სხედან საჯდომს შეზრდილ სავარძლებში) ეს საბჭოური და ბოლშევიკური აზროვნების ფულის ტომრები და როგორ ისტერიკულად უპირისპირდებიან ახალგაზრდებს, როგორ ცდილობენ, ევროპული პერსპექტივა წაართვან მათ, რათა რუსული ტიპის მმართველობის პირობებში, მშვიდად გააგრძელონ კორუფციასა და ძალმომრეობაში ცხოვრება. მერე ამ ფულით საკუთარი შვილები აცხოვრონ ევროპასა და აშშ-ში უზრუნველად, სრული კომფორტი შეუქმნან და უსაფრთხოდ ჰყავდეთ.
არ უნდა დავუშვათ!
მე არ დავუშვებ და იქ დავდგები, სადაც ჩემი შვილები იქნებიან!
თქვენც დადექით საკუთარი შვილების კეთილდღეობის სადარაჯოზე!
თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved