• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით” – რასა იუკნევიჩიანე

ალია ავტორი - ალია
14:01 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცებამდე, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მედიასთან დოკუმენტის შინაარსზე საუბრობს.

“ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი, ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღვნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა.

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო, პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, არ მოახდინონ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია.” – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved