• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ის დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე…. მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს“ – გიორგი მუმლაძე

ალია ავტორი - ალია
15:10 02-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

“ყველა ის დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე. მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი მუმლაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, დეპუტატების გადასაწყვეტია დატოვებენ თუ არა მანდატებს, თუმცა მათ „ქუჩის ბრძოლებში“ ელოდება.

“ზოგადად, პარლამენტში თავიდანვე შესვლა არასწორი იყო, იმიტომ რომ ეს იყო გაყალბებული. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას – ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით და მისი თავისუფლებით, უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე. მათი სტატუსი არაფერს უნდა განსაზღვრავდეს. ნებისმიერი ტიპის აქტივობაში პარლამენტის წევრები წინა ხაზზე უნდა იყვნენ,” – განაცხადა მუმლაძემ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას – როგორც მუმლაძე აცხადებს, დღევანდელი კონსულტაციების მიზანია, რომ მომავალი დღეები აქტიური და ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.

“ეს პროცესი, რაც გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი იქნება და არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მოლოდინი, რომ სწრაფად დასრულდება. ეს ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ცალსახად, ერთი ტიპის აქტივობას. სხვადასხვა ტიპის აქტივობა იქნება. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველა მისი ერთგული თანამებრძოლი მზად არის, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს, ამიტომ ამ კონსულტაციების საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი დღე და სხვა დღეები იყოს აქტიური და ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას „რუსულ ოცნებას,” – განაცხადა მუმლაძემ.

თეგები: გიორგი მუმლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved