• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს

ალია ავტორი - ალია
15:29 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ლელო საქართველოსთვის” მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას აგრძელებს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ახლა უკვე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ყოველდღიურ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.  


“ლელოს” ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.


„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ლელოს ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის სამართლიანი და დაცული სახელმწიფოს აშენებაა. 

“მინდა, მომავალი თაობისთვის შევქნათ ეს ქვეყანა. ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ აქ უამრავ ბავშვს ვხედავ და ვხვდები, რომ მათთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ყველა საზღვარს გადასცდა ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება, ალბათ რაღაც დავაკელით ამ ქვეყანას და ეს უნდა ავანაზღაუროთ. მოსახლეობის ნახევარი რომ სოციალურ დახმარებაზეა,?ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ეშინიათ მუშაობა, რომ ლუკმა პური არ დაკარგონ სოციალურის სახით. ჩვენ მათ ღირსეულ დახმარებას ვთავაზობთ, რაც მუშაობისა  და სოციალური დახმარების მიღების საშუალებას ერთდროულად მისცემს. პრობლემა გვაქვს ბიზნესშიც მათ ეშინიათ, რომ ფინანსური პოლიცია დაადგება თავს, ჩვენ ფინანსურ პოლიციას აუცილებლად გავაუქმებთ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

“ლელოს” ლიდერის თქმით, შესაცვლელია საგამოძიებო სტრუქტურაც, რომელიც ვერ ახერხებს შესაბამისად მუშაობას და აუცილებელია მისი დეპოლიტიზება. სასამართლო სისტემა ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს.

“სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა შევცვალოთ და ხელი შევუწყოთ განათლებას. ძირეულად შევცვალოთ ეს სფერო, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.”- აცხადებს ხაზარაძე. 

ვარკეთილის მოსახლეობას “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა. 

“ლელო” არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არასდროს არ მოგატყუებთ. ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, არჩევის შემდეგაც ხშირად შემდეგაც შეგხვდებით და არ შეგვრცხვება იმის, რომ რასაც დაგპირდით ვერ შევასრულეთ, ეს ასე არ იქნება. სამწუხაროდ, დღეს უსაფრთხოების განცდა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღე საშინელი ამბავი ხდება. ეს  იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს,”-ბადრი ჯაფარიძე. 


“ლელოს” ლიდერის, ლანა გალდავას თქმით, “სამგორი ინფრასტრუქტურულად ყველაზე კარგად განვითარების საშუალებას იძლევა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ეს ქვეყანა ინდუსტრიულ ზონად უნდა გადავაკეთოთ და ამ რაიონს უდიდესი პოტენციალი აქვს”.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved