ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
“ახლა სასტაული ამბები ხერსონიდან: ურდოს ფრონტის ხაზი ჩამოშლილია! ყველა მხრიდან გაირღვა! დავიდოვ ბროდი, დუდჩანები, დიდი და მცირე ალექსანდროვკები, ვისოკოპოლიე, ოლგინო, კნოაზევო და კიდევ ათეულობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია! დიდება ჩვენს გმირებს! ბევრი მათგანის სიცოცხლის ფასად მიაღწიეს ჩვენებმა ამ წარმატებას! შემდეგი კარგი ამბების დასტა მოვა ბერისლავიდან, მერე ნოვა კახოვკიდან და ბოლოს დაგვირგვინდება თვით ხერსონის გათავისუფლებით! სულ მალე!!!’
ახლა აღმოსავლეთში – სვატოვოს მოსახლეობას მოუწოდებენ გაულიატერები 72 საათში დატოვონ ტერიტორია! კრემენნოეზე გრძელდება შეტევა, ისევე როგორც უახლოვდებიან ლისიჩანსკს!
“გენიოსი” ურდოს სარდლობა და პროპაგანძიორები ავხადებენ კვლავ, რომ ეს არის გეგმიური უკან დახევა, და არა გაქცევა! ხერსონის გაულიატერმა ისიც კი დააბრეხვა, ეს უკან დახევა სინამდვილეში წინსვლაააო! აბა რუს ბლოგერებს კითხეთ: ვტოვებთ ტერიტორიებს, იმიტომ რომ არ გვყოფნის შეიარაღება, ტყვია წამალი და ცოცხალი ძალაო!
ყურადღება! რუსი ბლოგებერები ჩურჩულებენ, რომ დიდი ცვლილებები იგეგმება სამხედრო ხელმძღვანელობაშიო! მერე რა? ჩამოინგრა ურდოს “ნაქები” არმია!
პუტლერის ბოლო ახლოვდება! და სანამ პუტლერს თავისიანები ჩაახრჩობენ, მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას პუტინთან რაიმე მოლაპარაკების წარმოების აკრძალვის შესახებ!
ზელენსკიმ და ბაიდენმა ისაუბრეს გუშინ! მადლობაო ზელემ ახალი ჰაიმარსებისთვის და ველოდები ახლებს! ატაკამსების სამიზნე ობიექტებზე შეიძლება დაილაპარაკონ და რო გადმოგვცემენ, შეთანხმდეს ეს ობიექტები! ანუ ის ობიექტები, რომელსაც ჩვენები არ დაარტყამენ!
ნატომ ოფიიცალურად მიიღო ზელენსკის განაცხადი! ცოტა ხანში ამ საკითხს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები განიხილავენ! ჯერჯერობით ნეგატიური პოზიცია არცერთ ქვეყანას არ დაუფიქსირებია!
სამაგიეროდ თავისი პოზიცია დააფიქსირა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაცა სთქო, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ ვაღიარებო! მოკლედ, დრონები კი მოგყიდე, რომლებსაც სხვათაშორის უკვე პანტაპუნტით ყრიან ჩვენები, მაგრამ შენი ანექსიის დოკუმენტი გა……იმყარე მხარდაჭერით დუმაშიო
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები