უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს, რადგან მსგავსი ინფორმაცია მტერს დაეხმარება.
„კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმებს განიცდის. სოციალური ქსელებში და ცნობილ საინფორმაციო რესურსებში რეალურ რეჟიმში ვრცელდება კომენტარები შედეგებთან და მტრის რაკეტების დარტყმის სიზუსტესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ბლოგერებს, ექსპერტებს და ინტერნეტ საზოგადოების წევრებს, თქვენი ოპერატიული ინფორმაცია, შეიძლება, გახდეს რუსი არტილერისტების დაინტერესების სფერო შემდგომი თავდასხმის კორექტირებისთვის. იყავით წინდახედული ინფორმაციის გავრცელებისას”, – განთქვამია გენშტაბის განცხადებაში.
კომენტარები