• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი..მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთი ვიქნებოდი. ჩემი სხეულის ეს ნაწილები ჩემგან გამოდის, მძიმე ცხიმია და არა რბილი. ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს”

ალია ავტორი - ალია
13:56 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა პირველად გამოჩნდა ახალ ფოტოსესიაში მას შემდეგ, რაც წარუმატებელმა კოსმეტიკურმა პროცედურებმა მისი სხეული და სახე სრულებით შეცვალა.

90-იანი წლების სუპერმოდელმა, 56 წლის ლინდა ევანგელისტამ გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ის პოპულარულმა კოსმეტიკურმა პროცედურამ დაამახინჯა. მაშინ ევანგელისტამ რამდენიმე წლიანი დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ჩნდებოდა საჯაროდ და რამ გახადა იძულებული თავისი კოლეგების – სინდი კროუფორდისა და ნაომი კემპბელისგან განსხვავებით კარიერა დაესრულებინა. მისი თქმით ეს ცვლილებები Coolsculpting-ის პროცედურის გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია.

ამჯერად ევანგელისტამ გულწრფელი ინტერვიუ ჟურნალ People-ს მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.  გამოცემასთან საუბარში ვარსკვლავმა იმ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო წლებში მისი ცხოვრება მოიცვა.

“მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, მაგრამ ახლა ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. აღარ შემიძლია  ასე ცხოვრება, დამალვა და სირცხვილი. აღარ შემიძლია ამ ტკივილით ცხოვრება. ბოლო-ბოლო მინდა საუბარი,”- ამბობს მოდელი.

როგორც ის ამბობს, პროცედურის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში ნიკაპზე, თეძოებსა და მკერდზე ფორმის ცვლილება და მომატება შეამჩნია, რაც შემდგომში დაუბუჟდა კიდეც. მან სიტუაციის გამოსწორება თავად სცადა, დაიწყო ძლიერი დიეტა და ვარჯიში. ის თითქმის აღარაფერს ჭამდა. საბოლოოდ ექიმმა დიაგნოზი დაუსვა – პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია. როგორც ექიმმა აუხსნა სიტუაციას ვერანაირი დიეტა და ვარჯიში ვეღარ გამოასწორებდა.

მისი თქმით, 2017 წლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავის ყურება შეწყვიტა.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი. ვიცოდი, რომ სხეული გადის გარკვეულ ცვლილებებს. მაგრამ მე უბრალოდ არ მეგონა, თუ ასეთი ვიქნებოდი. ჩემი სხეულის ეს ნაწილები ჩემგან გამოდის, მძიმე ცხიმია და არა რბილი. საკუთარ თავს ფიზიკურად ვეღარ ვცნობ, უფრო მეტიც ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს როგორც პიროვნებას. ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს,” – ამბობს მოდელი.

ევანგელისტას თქმით, მან გადაწყვიტა თავისი ამბავი მოეყოლა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა იმ ქალებისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ:

“იმედი მაქვს, რომ ცოტათი მოვიშორებ სირცხვილს და დავეხმარები სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირ სიტუაციში იმყოფებიან. აღარ ვაპირებ დამალვას,” – ამბობს ის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved