,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ნიკა მელია ვინ არის და რაც არის ყველამ იცის, თავის მაღალ შუბლზე აწერია… ხულიგნობისა და რეციდივისტობის მეტი არაფერი შეუძლია. სხვა საკითხზე მინდა დავსვა აქცენტი.
ყოველთვის მაოცებდა რატომ სძულდათ ადამიანებს მამუკა მდინარაძე… არასდროს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, არც ვუსმენდი, არც ყურადღებას ვაქცევდი. შესაბამისად, ბოლომდე არ მესმოდა მისკენ მიმართული უზარმაზარი აგრესიის.
დღეს მივხვდი ))) მას შეუძლია ისეთი რამის თქმა, რისიც არც თვითონ სჯერა და არც ხალხს სჯერა, თან წარბიც არ შეუტოკდება აშკარა ტყუილის გახმოვანების დროს, სინდისიც არ შეაწუხებს.
რამდენიმე საათის წინ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე დედამიწის ზურგზე ყველაზე გაწონასწორებული ადამიანია და წყობიდან გამოსული არასდროს მინახავსო.
ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვის დროს, დარბაზის ხმაურის გამო კობახიძე წყობიდან რომ გამოვიდა, ყვირილი და სცენაზე აქეთ-იქით სიარული რომ დაიწყო, ათასი სისულელე რომ თქვა და დარბაზის ნახევარს ხელების კანკალით შეურაცხყოფა მიაყენა, მდინარაძე გვერდით ედგა.
მ.მ. იმ დარბაზშიც იჯდა, ანა დოლიძის რეპლიკის შემდეგ მიკროფონის ჩამრთველი ღილაკი ლამის ხელში რომ შემოატყდა დიუსელდორფის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს.
და ა.შ.
მთელმა ქვეყანამ იცის, რომ კობახიძე გაწონასწორებული ადამიანი ნამდვილად არ არის, პირიქით … მ.მ.-ს პირს კი ყველაფრის თქმა შეუძლია, მთავარია დაუფასდეს. მისი სიტყვის ფასი არის ნოლი გროში. ხვალ რომ დაჭირდეს, იტყვის – დედამიწა სამი ვეშაპის ზურგზე დგასო!”
კომენტარები