• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველდღე 150-200 ადამიანი გარდაიცვლება (იქედან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის ლ, რომ იმ 25-30,000 აცრილიდან ვიღაც გარდაიცვლება ინფარქტით ან ინსულტით” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:17 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი, დაავადადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“შეერთებულ შტატებში ექიმების 96%-ია აცრილი, და მათი უდიდესი ნაწილი აიცრა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე – საკუთარი ცოდნის, და შეგნების საფუძველზე.
– შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი – ახლანდელი და ყოფილი აცრილია (ტრამპიც კი)
– აბსოლუტურად ყველა შტატის გუბერნატორი აცრილია (ჩვენთან მინიმუმ კახეთის გუბერნატორი ზუსტად ვიცი რომ აცრილია, იმედია სხვებიც)
– აშშ-ს კონგრესის და სენატის თითქმის 100% აცრილია
– მთელი სამხედრო პერსონალის 80%-ზე მეტი (და მალე იქნება 100%-მდე ისიც) აცრილია.

რიტორიკული კითხვა: აცრა რომ არაეფექტური ან მავნებელი იყოს, მსოფლიოს ერთპიროვნული სუპერ-სახელმწიფო (სხვა წამყვან ქვეყნებზე აღარ მაქვს ლაპარაკი) მთელ თავის მთავრობას, სამედიცინო პერსონალს და სამხედროებს “გაანადგურებდა” თავისი ნებით? თუ ეს იმ სერიიდანაა “ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ისე მოიგო, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია”.
თუ როგორ ფიქრობთ ამერიკას საკმარისად ჭკვიანი მეცნიერები არ ჰყავს, რომ სწორად გააანალიზოს არსებული ინფორმაცია და გადაწყვიტოს რა ჯობია?

შევეშვათ გაურკვეველი მოტივაციის ტროლ-ბოტების პოსტების გაზიარებას, და იმას, რომ “ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა” და ის ვაქცინამ მოკლა. დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს და რადგან დღევანდელი რეალობა აშკარად არ ემთხვევა მათ შარშანდელ პროგნოზს – ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო, რაც არანაირ მეცნიერულ ლოგიკაში არ ჯდება ვაქცინის მექანიზმიდან გამომდინარე (ADE/VADE-სთვისაც კი ნამეტანი გრძელი ვადაა).
ყოველდღე საქართველოში 150-200 ადამიანი გარდაიცვლება სხვადასხვა მიზეზით (იქედან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის ლ, რომ იმ 25-30,000 აცრილიდან იმ ან წინა დღეს ვიღაც გარდაიცვლება მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირი მიზეზებით – ინფარქტით ან ინსულტით.

პოზიტიური ასპექტიც რომ ვთქვათ – საქართველო მსოფლიოს ტოპხუთეულში შედის ექიმთა რაოდენობით ქვეყანაში (100,000 მოსახლეზე), ასე რომ, თუ ის ექიმები, ვინც არ აიცრებიან, დროებით შვებულებაში გავლენ – ექიმების ნაკლებობა (რაოდენობრივი, ხარისხობრივზე არ მაქვს საუბარი) დიდი ალბათობით არ გვექნება :)”

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  სამედიცინო სექტორისათვის სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა და თქვა:

“მე მაგალითად, რეკომენდაციას გავაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. მე ყოველ დილას ჩემს დაწესებულებაში ვკითხულობ, ჩვენთან 82% არის აცრილი და ყოველ დილას ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილას მჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან. 82% არ არის ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ და 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი”

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved