• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ რამე მოხდეს – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
10:25 04-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,453

მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს – არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

„ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ნუთუ, გგონიათ, რომ ქუჩაში ვინმე ირბენს და რამეს დავუთმობთ? ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ? ამიტომ, დავფიქრდეთ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან – მერე ჩვენ ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სამარცხვინოდ დამთავრებას ჯობს, წესიერად ვიყოთ, შევიყვაროთ ჭეშმარიტება” _ განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სურს, აქციის მონაწილეებისგან საღი აზრი მოისმინოს.

„ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. ჩემთვის, არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანონ თავისი. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: „ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო… დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მესაუბრონ?“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა ამერიკის შეერთებული შტატების „MEGOBARI აქტიც“ ახსენა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია.

„არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება – ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება. ორი არჩევანია, კეთილის და ბოროტის. ღმერთი გვეუბნება, კეთილი აირჩიო. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც – როგორი საქართველო გინდათ? არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved