კონექტიკუტის შტატის ყოფილი სენატორი, ჯო ლიბერმანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ გარდაცვალების მიზეზი დაცემის შედეგად გამოწვეული გართულება გახდა.
1988 წელს ჯო ლიბერმანი აირჩიეს აშშ-ის სენატში „დემოკრატიული“ პარტიიდან.
2000 წელს მან ასევე იყარა კენჭი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე პრეზიდენტობის კანდიდატ ალ გორთან ერთად.
კომენტარები