ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე:
“ვკითხულობ ყოფილი ოცნებელების პოსტებს, კომენტარებს.დაცინვაში, ქილიკში, თქვენს ყოფილ ოპონენტებს გადაუსწარით.
მაგარი გამართლება გაქვთ, “ენმ-თან ბრძოლა”, სინამდვილეში ზუსტად რომ მათ საქმეს აკეთებთ. თითქოსდა ყოფილ ხელისუფლებასთან “საბრძოლველად” ზუსტად მათთან მიდიხართ, ვისაც ევალებოდა და თითი არ გაუნძრევია. პირიქით.სინამდვილეში მთავარ სამიზნედ თქვენი ყოფილი გუნდი გყავთ.თქვენი საქმის თქვენ იცით.
ენმ რამდენიმე წელია თავად აქტიურად ავითარებს ხაზს “ჩვენ და ოცნება ერთი ვართო”. თქვენ კი საკუთარი მიგნება გგონიათ. ზოგი თავს ისე იკატუნებს, თითქოს არ იციან რა ხდება 2 ოქტომბერს – არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
ყოფილი ოცნებელებიც აქტიურად ხართ ამ სცენარში ჩართული. ეს ისე, უბრალოდ, რომ იცოდეთ, რომ სხვაც ხედავს…
უთხარით თქვენს რჩეულებს, პროგრამები მაინც დაწერონ და საქმეებზე ისაუბრონ, მეტი დამაჯერებლობისთვის. შექმნან ილუზია, თითქოს არჩევნების მოსაგებად ემზადებიან, თორემ ცირკს ჰგავს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, თუ შეიძლება კამპანია ვუწოდოთ.
მთელი ოპოზიცია პანდემიის იმედადაა. რაც მეტი გარდაიცვლება, მეტ პოლიტიკურ სარგებელს ელიან…”
კომენტარები