უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორი ჩქაროსნული სატრანსპორტო-სადესანტო კატერების განადგურება.
უწყება ამბობს, რომ 30 მაისს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა “Group 13”, უკრაინული Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონებით წარმატებით შეუტიეს მტრის შემადგენლობას.
წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად განადგურდა ორი სამხედრო კატერი – КС-701 “ტუნა”.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთი აქტიურად იყენებდა ავიაციას და არტილერიას, მაგრამ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ვიდეო:
კომენტარები