• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყირიმის პლატფორმა“ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
16:44 08-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

2020 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის ჩატარების ინიციატივა გააჟღერა. ახლა „ყირიმის პლატფორმა“ ოფიციალურად დაფუძნდა და მისი მიზანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოქცევაა.

„ყირიმის პლატფორმას“  სამიტის ფორმატი აქვს და მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და ფინეთის პრეზიდენტები, რუმინეთის, ხორვატიის, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინასთან ერთად ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.

სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.  ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 13 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა.

ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  შარლ მიშელი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინაა.  „დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ.”- განაცხადა მიშელმა.

სამიტის ფარგლებში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ყირიმელი თათრების დისკრიმინაცია, შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია განიხილეს.  ყირიმის პლატფორმის სამიტზე დეკლარაციაც შეიმუშავეს, რომელიც მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ყირიმის  ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულზე მულტიფუნქციური სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსა და ადგილზე 32,700 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. რუსეთის ფედერაცია უკრაინას მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამ დროს კი, თვითონ სეპარატისტებს ეხმარება. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე რუსულმა აგრესიამ დაახლოებით 13 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.  პუტინის რეჟიმი საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას უკანონოდ აგრძელებს და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ყირიმის პლატფორმის დაფუძნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ერთიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

თეგები: ყირიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved