• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყაზბეგის განათლების განვითარების ცენტრის ბუღალტერმა ბიუჯეტიდან 368 652 ლარი მიითვისა – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
17:46 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
387

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბუღალტერი დააკავა.

როგორც პროკურატურა წერს, ბუღალტერმა 2018-2023 წლებში სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან 368,652 ლარი უკანონოდ ჩაირიცხა საკუთარი და მისი მეუღლის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე.

“საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 – 2023 წლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბუღალტერმა, საკუთარი და მისი მეუღლის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, შრომის ანაზღაურების დანიშნულებით და დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან 368 652  ლარი უკანონოდ ჩაირიცხა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის დასაწყისში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ხაზინაში შეტანილი ყალბი მონაცემები წარუდგინა”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved