ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლის, ტატიანა ნავკას ყინულის შოუ გააუქმეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
შოუ 23 დეკემბერს „ალმატი არენაზე“ უნდა გამართულიყო და მისი სახელწოდებაა „შახერეზადას სიყვარულის ისტორია“, ალმათის ხელისუფლების ინფორმაციით, შოუს გაუქმების გადაწყვეტილება მისმა ორგანიზატორებმა მიიღეს.
14 სექტემბერს ყაზახეთში გააუქმეს რუსი არტისტების კონცერტები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერენ. ასე, მაგალითად, გაუქმდა იუმორისტული გუნდის, „კამიზიაკების“ კონცერტები. კონცერტის გაუქმების მიზეზი „ამ არტისტების საჯარო ქმედებები“ გახდა. ჯგუფის მონაწილეები აზამატ მუსაგალიევმა და საურ მოგილამ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კონცერტი გამართეს. ამის შემდეგ ყაზახეთში შეგროვდა პეტიცია „კამიზიაკების“ კონცერტის გაუქმების მოთხოვნით.
კომენტარები