ფოტო: REUTERS
ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს. ბრძანებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა.
ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.
10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
კომენტარები