აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ქ. ალმათიში მომიტინგეები არ შეუშინდნენ პოლიციელების წინააღმდეგობასა და სროლებს და შტურმით აიღეს მერიის შენობა, რომელსაც ამ წუთებში ცეცხლი უკიდია.
ბევრი პოლიციელი მომიტინგეთა მხარეს გადავიდა.
ახლა სხვა ქალაქებშიც ცდილობენ პროტესტანტები ადმინისტრაციული შენობების აღებას. მათ თუ ეს შეძლეს, რევოლუცია სხვა კი არაფერია?!
მომიტინგეებმა ქ. ალმათიში ბარიკადების აგება დაიწყეს
ხელისუფლების გადადგომის გარდა ყაზახეთის ოპოზიცია მოითხოვს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაგმობას და ყაზახეთის დსთ-დან გამოსვლას.“
კომენტარები