• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყაველაშვილს, დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს ხელფასი არ აუღია, არც ქონება აქვს და მხოლოდ საბანკო ვალი აქვს

ალია ავტორი - ალია
18:46 01-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,229

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის და “რუსული კანონის” ავტორის, მიხეილ ყაველაშვილის 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს გასულ წელს ხელფასი არ აუღია.

2023 წლის 28 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში თითქმის ყველა გვერდი ცარიელია – დეპუტატს არ აღურიცხავს ინფორმაცია მისი ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონების შესახებ. ასევე, სამეწარმეო საქმიანობის ან ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ. ცარიელია ნაღდი ფულის ფლობისა და საჩუქრების აღსარიცხი გრაფებიც.

ერთადერთი, რაც მიხეილ ყაველაშვილს 2023 წლის დეკლარაციაში საკუთარი და ოჯახის წევრების დაბადების თარიღებისა და ადგილების გარდა მითითებული აქვს, არის ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ. დეკლარაციის ამ გვერდიდან ვიგებთ, რომ ყაველაშვილს საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშებზე ჯამში  1200-მდე ლარი და დაახლოებით 205 ევრო აქვს, მის ცოლს, თამარ ბაგრატიონს კი დაახლოებით 650 ლარი, 155 ევრო და 27 დოლარი. ამასთან, ყაველაშვილს საბანკო დავალიანება აქვს 57 ათას ლარამდე საბანკო დავალიანება აქვს:

ერთი წლით ადრე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, 88 კვადრატული მეტრი ფართობის, 22 000 დოლარად შეფასებულ ავტოფარეხს ფლობდა. რაც შეეხება ხელფასს, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, ყაველაშვილს, რატომღაც 2021 წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება აქვს მითითებული – 53 449,92 ლარი. სხვა მონაცემები ყაველაშვილს არც ამ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

მიხეილ ყაველაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. საჯარო სამსახურის ბიუროს ის დეკლარაციის არასწორი შევსების გამო არაერთხელ დაუჯარიმებია. მაგალითად, 2019 წლის დეკლარაციაში ბიურომ მას რამდენიმე დეკლარაციის ნაწილი დაუხარვეზა. მათ შორის, შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში; მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილის საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა; არ იყო მითითებული ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება. ამ ხარვეზების გამო ბიურომ დეპუტატი 1108 ლარით დააჯარიმა. 1000 ლარით დაჯარიმდა დეპუტატი 2017 წლის დეკლარაციის არასწორად შევსებისთვისაც.

ყაველაშვილი არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელიც დეკლარაციას არასწორად ავსებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2022 წელს პარლამენტის წევრთა 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო.

წყარო – ნეტგაზეთი

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved