მიხეილ ყაველაშვილი არ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს.
ის ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში, იმათმა უნდა გაითავისონ, აღიარონ თავისი შეცდომები და ამის მიხედვით ვნახოთ, დააკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება, – ამბობს ყაველაშვილი. (კომენტარს ტვ პირველი აქვეყნებს)
ყაველაშვილის ქართული ოცნების გუნდის პრეზიდენტია და დიპლომის არქონა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, იცოდეს რა სხვაობაა შეცდომას, თუნდაც ფაქტობრივსა და თუნდაც სამართლებრივს და დანაშაულს შორის. შესაბამისად, მისი ეს სიტყვები იმის დასტურად უნდა მივიღოთ, რომ მისი აზრით, შეცდომის გამო გამოკეტეს ადამიანები ციხეში.














კომენტარები