• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყალბი თავდასხმა, ყალბი დასკვნები – პაპუაშვილის ახალი ბრალდებები პარტნიორებს

ალია ავტორი - ალია
15:04 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,152

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ამჯერად აცხადებს, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმის და აცხადებს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება კი არა, არასამთავრობო სექტორის და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კეთილსინდისიერაბაა შესამოწმებელი. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების ერთ–ერთი შტოს, სასამართლოს და არასამთავრობოებს ერთ სიბრტყეზე აყენებს, რაც სრულიად გაუგებარი და აზრს მოკლებულია. 

ბოლო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად ესხმის თავს პარტნიორ ქვეყნებს და მათ უამრავ ბრალდებას უყენებს, მეტიც, მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 9 პუნქტიანი დათქმა არ აქვს შესრულებული, აცხადებს, რომ მათი შესრულების გარეშეც ლიდერები ვარ. ცხადია, არ ამბობს, თუ ამ 9 პუნქტის შესრულება არ გვჭირდებოდა, რატომ დაეთანხმა ხელისუფლება ამ ვალდებულებას და არც იმას ამბობს, პარტნიორების ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება, პარნიორებისთვის ამდენი და ამდენნაირი ბრალის წაყენება, რა შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას. 

 

„გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება “ვეტინგთან” დაკავშირებით გამიკვირდა. მე მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართლ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ფაქტობრივად, 2 წელია ასეთი განცხადებების გამო ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმის ობიექტი არიან. გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მწუხარება მოგვესმინა, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უსამართლო იყო, არ ეყრდნობოდა ფაქტებს და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭირო არის ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მათი “ტროიკების” განცხადებები გაიხსნეთ. როდესაც ამ საკითხებზე ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ და გამოიტანეს განაჩენი, გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არა თუ მართალია ამ საქმეში, თურმე დანაშაულიც კი არ არსებობდა. თუ კი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველი. რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ აქ არა თუ მართალია ნიკა გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს. ამ ყოფილმა სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მედალი მიიღო, საფრანგეთის მედალი მიიღო და არის “ტაშდაკრული” ყოფილი სახალხო დამცველი. მისი ყოფილი მოადგილე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობს, ის, ვინც ზუსტად ეს ყალბი დასკვნა შეადგინა მაშინ.

ეს თავდასხმები ქმნის შემდეგ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, მერე გვიბრუნდებიან იგივე აქტორები (ელჩები, სხვა უცხოური აქტორები) და გველაპარაკებიან აღქმებზე, რომ საქართველოში არსებობს რაღაც აღქმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ეს აღქმები თუ კი ვინმეს აქვს, შექმნილი არის სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით ყოფილი ელჩებისა, „ენჯეო“ სექტორისა (რომელიც ფინანსდება ამ საელჩოებისგან და ამ წყაროებიდან, რომლის დაფინანსების წყაროები ცალკე გაუმჭვირვალეა და ეს პრობლემა ცალკე დგას) და შემდეგ თავისივე მიერ შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ “თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს”.

ელჩის თქმით, საბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის მიღება, რომელმაც საქართველოში დემოკრატია უნდა გააძლიეროს.

EU: საქართველომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია

12:28 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved