• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
12:27 04-02-2020
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში, აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved