• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქედაში, ბიზნესმენს მუქარით თანხას სძალავდნენ – საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ფიგურირებს

ალია ავტორი - ალია
11:45 09-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
607

ქედაში, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად  ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს – სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამ პირს შორის, ვისაც ბრალი წარუდგინეს, ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

“ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და კუთვნილი ქონების განადგურებით. ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მუქარისა და დაშინების მეთოდით, მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 000-მდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 მანქანა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved