ქათმის ჩაქაფული
ეს ის კერძია, რომელიც აღდგომის სადღესასწაულო სუფრას გაზაფხულის სითბოს, მზეს, სიმწვანესა და სიცოცხლეს მატებს და თითქმის ყველა ოჯახში მზადდება.
დაგჭირდებათ:
🌱 1 ცალი ქათამი
🌱 300 გრ ტყემალი
🌱 5 კონა ტარხუნა
🌱 3 კონა მწვანე ხახვი
🌱 2 კონა წიწმატი
🌱 1 კონა ქინძი
🌱 1 კონა ოხრახუში
🌱 1 ცალი მწვანე/ მწარე წიწაკა
🌱 300 მლ თეთრი ღვინო
🌶️ დაღერღილი წითელი წიწაკა
🧂 მარილი
პატარა ნაჭრებად დავჭრათ ქათამი.
წვრილად დავჭრათ მწვანილები და წიწაკა. მწვანილებს მოვაყაროთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, ამოვურიოთ.
ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში შემდეგი თანმიმდევრობით: მწვანილები, ხორცი, მწვანე ტყემალი და ასე გავიმეოროთ იმდენჯერ სანამ ხორცი და მწვანილი გვეყოფა.
მოვასხათ თეთრი ღვინო და დავდგათ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40-50 წუთით.
გემრიელი კერძიც მზადაა…
კომენტარები