• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართველს უნდა აწმინდონ ხელი… იქნებ საელჩომ ამაზე იზრუნოს?” – რისთვის დააკავეს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე?

ალია ავტორი - ალია
23:59 05-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო დღეებში, როგორც ბერძნული, ისე ქართული მას-მედიის საშუალებებით, ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაცია გლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაზე.

ამ არაზუსტმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ეს დღეები საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ატიკის პოლიციის გენერალურ დეპარტამენტთან. მათ მიერ საელჩოსთვის დღეს მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ახლახანს დააკავეს ყალბი საბუთით ქვეყნის ტერიტორიის დატოვების მცდელობისას, გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული.

მოვუწოდებთ ყველას, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.”

კომენტარებში წერენ:

“გადაუმოწმებელ ინფორმაციას ჩვენ არ ვავრცელებთ, ამ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთის ტელევიზიის ყველა არხი. იქნებ იზრუნოს საელჩომ ამაზე რომ შეწყდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება. ამ შემთხვევაში ყველა ქართველი ზარალდება. ისედაც საკმარისად გვაქვს თავი მოჭრილი.”

“მეც მასე გავიგე და თუ მართალია რატომ არ რეაგირებს საელჩო ამ შემთხვევაში.თუ როდესაც რამე მოხდება ყოველთვის ქართველებს უნდა აწმინდონ ხელები არიან თუ არა დამნაშავეები.”

“არ არის ქართველი, ყაზახისტანელია და აფხაზეთშია ჩაწერილი.”

სად ხართ ახლა ის ქართველები და საქართველოს მედიები, რატომ არ აქვეყნებთ სისწორეს, თქვე ტუტუცებო. ასე როგორ გიხაროდათ ქართელის სიცუდე, რამ გადაგაგვარათ და მიწასთან გაგასწორათ. უნამუსოები ხართ ყველა, ვინც ლანძღავდით და იძახდით მრცხვენია ქართველი რომ ვარო. მე მართლა მრცხვენია თქვენნაირი ქართველები რომ არსებობენ”

“ან ბერძნული არ გესმით, ან არ გინდათ გაიგოთ სწორად, ჯერ არ არის დამთავრებული დაკითხვა, არაფერი არ არის გარკვეული. დამნაშავე იმასაც უარჰყოფს, რომ მარტში დააყაჩაღა მოხუცები, მიუხედავად იმისა, რომ იქ აღმოჩნდა მისი დეენემი”

“მერე ეგ დედა აფეთქებულები.ყოველ დღე უამრავ ადამიანებს იჭერენ.და რატო ქართველი მიამბეს ამ საქმეს მაინცდა მაინც, ან კიდე ეგრე როგორ უნდა დაასახელონ ეჭვმიტანილად ადამიანი. რომელიც სადღაც საზღვარზე დააკავეს. ისე აცხადებდენ ყველა კანალზე. ვითომცდა ფაქტზე აიყვანეს.უპატივცემულობაა ქართველი ემიგრანტების მიმართ.”

“ნეტა ისინი მომცა ეხლა რომლებიც ილანძღებოდით გუშინ გამოყავით თქვენი სინსილა ენები, სანამ სხვას მიახოცავთ ტალახს დაფიქრდით და დაელოდეთ სიმართლეს”

“სახელის გატეხვას რომ თავის გატეხვა ჯობია ეს ის შემთხევაა !სამწუხაროდ !”

“თუ ბერძნული არ გესმით არაა სირცხვილი იკითხოთ!!! სანამ პირეებს დააღებთ დაიწყებთ ლანძღვა გინებას გაარკვიეთ კარგად….. რაც შეეხება ამ პიროვნებას დაკავებულია სხვა საქმეზე.7 მარტს მომხდარ ქურდობაზე სადაც ნაცემია ბებია და ბაბუა. წაღებული აქვთ 400ევრო და ხელიდან მოაძვრეს “კალიცო”.შენ კაი ადამიანო რატოღა სცემ ამ მოხუცებს წაიღე და წადი. 93წლის მოხუცებს რომ სცემ ადამიანობა არ გაგაჩნია????”

“რახან ამ საქმესთან კავშირი არა აქვს მოხუცი ადამიანი რომ აწამა დიდად უკეთესი არ არის. სირცხვილი ქართველ მამაკაცებს გადაგვარებული არიან და თავს აჭრიან ქართველ ერს.”

“წინასწარ კი დაითხარეს თვალები და ლანძღეს ქართველები….სტატუსებით,კომენტარებით..რა დაუნდობელი ერი ვართ!”

“თვითონ ბერძნულმა არხებმაც გამოაცხადეს უკვე რომ ქართველზე არავითარი ბრალდებები არ არსებობს, მას არანაირი კავშირი არა აქვს მკვლელობასთანო.”

“არც არავის გამოუცხადებია,, რომ ეს ქართველი იყო იმ საცოდავი გოგოს მკვლელი. თქვეს, რომ მიდის გამოძიება მის შესაძლო კავშირს მკვლელობასთანო.. იმიტომ, რომ ყაჩაღობის მეთოდი იგივენაირად სასტიკი იყო, როგორი დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი პიკერმში. ქართველს წაკრა ზოგიერთმა ყური და დასკვნები გამოიტანეს.”

კომენტარებში ბევრი სთხოვს საელჩოს, რეაგირება მოახდინოს ბერძნულ მედიაზე, რომელმაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, ბევრი კი ქართულ მედიას ლანძღავს და როგორც ხედავთ, ზოგი, თავის ვერსიას ავრცელებს. საელჩოს წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არც ერთი კომენტარისთვის უპასუხნიათ, არც ქათველი ჟურნალისტების ლანძღვაზე, არც თხოვნაზე, არც ახალ ვერსიებზე და ბატონო ელჩო, თუ პასუხს ვერ/არ სცემს საელჩო კომენტარებს, რაში გჭირდებათ მაშინ კომენტარები, არსებობს ეგეთი ფუნქციაც, კომენტარების გარეშე პოსტის დადება.

თეგები: საბერძნეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved